მამა რეგულარულად მალავს ფულს შვილის სახლში... - ყველაზე უცნაური ადგილები, სადაც გოგონა ფულს პოულობს და მამის მზრუნველობის საოცარი ჟესტი - მშობლები

მამა რეგულარულად მალავს ფულს შვილის სახლში... - ყველაზე უცნაური ადგილები, სადაც გოგონა ფულს პოულობს და მამის მზრუნველობის საოცარი ჟესტი

2020-02-24 17:40:20+04:00

მშობლებს სხვადასხვა მეთოდი აქვთ შვილებისადმი სიყვარულის გამოსახატავად. მაგრამ ეს შემთხვევა, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით გახმაურდა, ალბათ ყველაზე ორიგინალურია.

mshoblebi

mshoblebi

როდესაც უკვე დიდები ვართ, ჩვენი მშობლებისთვის მაინც ბავშვებად ვრჩებით. მზრუნველობის არაჩვეულებრივი მეთოდია, როდესაც უკვე ცალკე მცხოვრები შვილი მამისგან ფინანსურ მხარდაჭერას სახლის სხვადასხვა ადგილებში პოულობს. თუმცა, ეს უფრო განძის პოვნას ჰგავს, ვიდრე ფინანსურ დახმარებას.

mshoblebi

mshoblebi

როდესაც შვილთან სტუმრად მიდის, ეს კაცი სხვადასხვა ადგილას უტოვებს შვილს ფულს. მერე როდესაც გოგონა მიაგნებს, ფოტოს უღებს და უგზავნის მამას. ამან ერთგვარი თამაშის სახე მიიღო. ახლახან გოგონამ სოციალურ ქსელში გაუზიარა მომხმარებლებს მამის სასიამოვნო ოხუნჯობები.

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

"ახლოს ვცხოვრობთ ერთმანეთთან და ხშირად ვსტუმრობთ ერთმანეთს. სანამ არ ვიპოვი მის დამალულს, მანამ არ ტოვებს შემდეგს", - ამბობს შვილი.