ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის ამ გოგონას შესახებ, რომელსაც "შავკანიან ბარბის" უწოდებენ ხოლმე. გოგონა მსოფლიოს ულამაზეს ბავშვებს შორის ჯერ კიდევ შარშან დაასახელეს. ახლა კი მას ჩვეულებრივი პროფესიონალი მოდელივით აქვს საქმე და ფოტოსესიები.
გოგონას, რომლის სახელია ჯარე, მოფე ბამაივამ გადაუღო ფოტოები და შარშან ინსტაგრამზე განათავსა წარწერით: "დიახ, ის ადამიანია! მაგრამ ასევე ანგელოზიც არის!"
მას მერე, რაც ამ ულამაზესი "თოჯინის" ვინაობით მთელი მსოფლიო დაინტერესდა, ფოტოგრაფმა მედიასთან გაამხილა, რომ გოგონა 5 წლისაა, ნიგერიელია, ჰყავს ორი და - 10 და 7 წლისები, და რომ გოგონების დედა დაარწმუნა, ინსტაგრამი შეუქმნას გოგონებს.
გოგონას ახალი ფოტოები კვლავ იპყრობს მედიას და მისით ყველა აღტაცებულია.
მას მსოფლიოს ყველაზე ლამაზ გოგონად აღიარებდნენ. ნახეთ, როგორ გამოიყურება დღეს!