გოგოლა კალანდაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - მშობლები

გოგოლა კალანდაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

2020-03-25 15:16:30+04:00

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მსახიობ გოგოლა კალანდაძეს ორმხრივი ფილტვების ანთება ჰქონდა. რასაკვირველია, ტესტი კორონავირუსზე ჩაუტარდა, რომლის პასუხიც დღეს გახდა ცნობილი. საბედნიეროდ, გოგოლას კოვიდ-19 არ დაუდასტურდა, ამის შესახებ თავად ამცნო მეგობრებს ფეისბუქ გვერდის მეშვეობით:

„მეგობრებო, არ დამიდასტურდა.

#დარჩისახლში“, - წერს გოგოლა სოციალურ ქსელში.

თეკლა ჟვანია