"მიც­ვა­ლე­ბულ­თა შა­ბა­თი მო­დის და ძა­ლი­ან გთხოვთ, შა­ბათს სა­კურთხს ნუ მო­ი­ტანთ... მათ დაურიგეთ, ვისაც სჭირდება..." - მამა შალვა - მშობლები

"მიც­ვა­ლე­ბულ­თა შა­ბა­თი მო­დის და ძა­ლი­ან გთხოვთ, შა­ბათს სა­კურთხს ნუ მო­ი­ტანთ... მათ დაურიგეთ, ვისაც სჭირდება..." - მამა შალვა

2020-03-27 07:38:52+04:00

თბი­ლი­სის ვა­კის მა­ცხოვ­რის ფე­რიც­ვა­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბის დროს, წი­ნამ­ძღვარ­მა მამა შალ­ვა (კე­კე­ლია) მრევლს მი­მარ­თა და მო­უ­წო­და, რომ 28 აპ­რილს მიც­ვა­ლე­ბულ­თა ხსე­ნე­ბის დღეს ტა­ძარ­ში სა­კურ­თხი არ მი­ი­ტა­ნონ და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს და­უ­რი­გონ:

"მინ­და მივ­მარ­თო ჩვენს მრევლს. ახლა მიც­ვა­ლე­ბულ­თა შა­ბა­თი მო­დის და ძა­ლი­ან გთხოვთ, შა­ბათს სა­კურთხს ნუ მო­ი­ტანთ, საჭ­მლის მო­ტა­ნა არ გინ­დათ, იმი­ტომ რომ, ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს უჭირს და შე­გიძ­ლი­ათ ეს საკ­ვე­ბი თქვენს მე­ზობ­ლებს და­უ­რი­გოთ. არი­ან მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცე­ბი, ან მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი და მათ ჩა­უ­ტა­ნეთ ეს საკ­ვე­ბი. თუ თქვე­ნი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის სი­კე­თის გა­კე­თე­ბა გინ­დათ, ეს გა­ა­კე­თეთ, ეკ­ლე­სი­ა­ში საჭ­მლის მო­ტა­ნა არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

ვი­საც თან­ხის შე­მო­წირ­ვა გინ­დათ, მათ ვთხოვ: ჩვენ ვხე­დავთ, რომ ქარ­თვე­ლებს უცხო­ეთ­ში ძა­ლი­ან უჭირთ, ბევ­რი ქარ­თვე­ლი დარ­ჩა იქ უმუ­შე­ვა­რი და არა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ მათ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გვწერს უცხო­ე­თი­დან რომ ძა­ლი­ან უჭირთ, დარ­ჩნენ ყვე­ლაფ­რის გა­რე­შე და გთხოვთ თუ თან­ხის შე­წირ­ვა გინ­დათ, გა­უგ­ზავ­ნეთ უცხო­ეთ­ში მყოფ ქარ­თვე­ლებს. განაგრძეთ კითხვა