"ჯექსონი პირბადეს სინამდვილეში ცხვირის დასაფარად არ ატარებდა" - რა ინფორმაციას ფლობდა პოპის მეფე და რისგან სურდა თავის დაცვა - მშობლები

"ჯექსონი პირბადეს სინამდვილეში ცხვირის დასაფარად არ ატარებდა" - რა ინფორმაციას ფლობდა პოპის მეფე და რისგან სურდა თავის დაცვა

2020-03-27 08:25:56+04:00

მაიკლ ჯექსონს ათიათასობით თაყვანისმცემელი სისტემატურად ხედავდა პირბადით. ბევრს ეგონა, რომ პოპის მეფეს სახესთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, თუმცა მისი დაცვის წევრები მოგვიანებით სულ სხვა ვერსიაზე ალაპარაკდნენ.
ყველამ იცის, რომ ჯექსონს საოცარი ლტოლვა ჰქონდა გარეგნობის შეცვლისკენ და არაერთი პლასტიკური ოპერაციაც გაიკეთა. გავრცელებული ხმების მიხედვით, 2000-იან წლებში წარუმატებელი ოპერაციის შედეგად მისმა ცხვირმა დეფორმირება დაიწყო. ამიტომაც პოპვარსვლავი ხშირად ატარებდა ნიღაბს, რათა სახის უმეტესი ნაწილი დაეფარა.

მისმა ყოფილმა პირადმა მცველმა მეტ ფიდსმა, რომელმაც ჯექსონთან 10 წელი იმუშავა, განაცხადა, რომ მისი დაცვის ობიექტი პირბადეს ცხვირის დასამალად არ ატარებდა.

მისი თქმით, ჯექსონს მრავალი წლის განმავლობაში ეშინოდა, რომ მსოფლიოში საშიში დაავადება გავრცელდებოდა.

მომღერალი ბევრს მოგზაურობდა და მუდმივად ხალხის მასის წინაშე გამოდიოდა, უამრავ ადამიანთან უწევდა მჭიდრო კონტაქტიც, ამიტომაც წინასწარ იღებდა თავდაცვის ზომებს. ასევე დაინტერესებული იყო სხვადასხვა თეორიით, კრებდა ინფორმაციას და მიაჩნდა, რომ კაცობრიობას მართლაც ელოდა სერიოზული დაავადების საფრთხე.

„მის ირგვლივ მყოფთ ეს ვარაუდები სასაცილოდ ეჩვენებოდათ, ის კი ყურადღებას არ აქცევდა მათ დაცინვას და აგრძელებდა პირბადის გამოყენებას. დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, აუცილებლად იტყოდა „ხომ გაფრთხილებდითო“ - განუცხადა მეტმა გამოცემა The Sun-ს