პენსიის მიმღები პირების ( 60+) უსაფრთხოებისთვის შეიქმნა პენსიის წინასწარი ჩარიცხვის შესამოწმებელი პლათფორმა. მისი მიზანია დაეხმაროს პენსიონრებს, რომ არ გავიდნენ სახლიდან ზედმეტად და პენსიის ნაღდი ფულით სარგებლობის აუცილებლობის შემთხვევაში წინასწარ შეამოწმონ გატანის თარიღი და დრო.
ვინაიდან ყველას პენსია ერთდროულად არ ირიცხება, რა თქმა უნდა, ყველა პენსიონერმა უნდა გაიგოს, თუ კონკრეტულად რომელ რიცხვიში ჩაირიცხება მისი პენსია.
ამის გასაგებად ლიბერთი ბანკის ოფიციალური ვებგვერდი ძალიან მარტივ გზას გთავაზობთ.