100 წლის წინ შექმნილი "ბცჟ" ვაქცინა, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსისგან იცავს - ის ქართველების უმეტესობას გაკეთებული აქვს - მშობლები

100 წლის წინ შექმნილი "ბცჟ" ვაქცინა, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსისგან იცავს - ის ქართველების უმეტესობას გაკეთებული აქვს

2020-03-30 08:19:02+04:00

ვაქ­ცი­ნას, რო­მე­ლიც 100 წლის წინ შე­იქ­მნა და ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მელ­ბურ­ნე­ლი მე­დი­კო­სე­ბი ახლა კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ცდი­ან. მკვლე­ვა­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ, შე­საძ­ლოა, ის ადა­მი­ანს COVID-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ იმუ­ნი­ტეტს უმუ­შა­ვებს. ამის შე­სა­ხებ Bloomberg წერს.

ვაქ­ცი­ნა სა­ხე­ლად bacillus Calmette-Guerin, იგი­ვე BCG (რო­მელ­საც ჩვენ­თან „ბე­ცეჟეს“ უწო­დე­ბენ) პირ­ვე­ლად 1921 წელს გა­მო­ი­ყე­ნეს მე­დი­ცი­ნა­ში და მას ბევრ სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბას მი­ა­წე­რენ. რაც მთა­ვა­რია, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, ის ორ­გა­ნიზმს ინ­ფექ­ცი­ებ­თან ბრძო­ლის იმუ­ნი­ტეტს უმუ­შა­ვებს.

"ამ ვაქ­ცი­ნას შე­უძ­ლია იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა. ორ­გა­ნიზმს უკე­თე­სად მებ­რძოლს ხდის უამ­რა­ვი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის ბაქ­ტე­რი­ი­სა და ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ“, - ამ­ბობს მელ­ბურ­ნის ბავ­შვთა კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნა­ი­ჯელ კურ­ტი­სი.

BCG (Bacillus Calmette–Guérin) ვაქ­ცი­ნა ავ­სტრა­ლი­ის კლი­ნი­კებ­ში მო­მუ­შა­ვე 4000 მე­დი­კოს­ზე გა­მო­იც­დე­ბა. მკლე­ვა­რე­ბი ამით და­ად­გე­ნენ, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა COVID-19-თან საბ­რძოლ­ვე­ლად. ვაქ­ცი­ნა­ცია დღეს იწყე­ბა.

ანა­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს ნი­დერ­ლან­დებ­შიც. ვაქ­ცი­ნა ყო­ველ­წლი­უ­რად მსოფ­ლი­ო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 130 მი­ლი­ო­ნი ახალ­შო­ბი­ლის იმუ­ნი­ზა­ცი­ის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და თუ კვლე­ვა წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა, მას ადა­მი­ან­თა უფრო ფარ­თო ჯგუ­ფებს შეს­თა­ვა­ზე­ბენ. თავ­და­პირ­ვე­ლად კი მათ, ვინც მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ არი­ან. ესე­ნი არი­ან, რა თქმა უნდა, ექი­მე­ბი, რომ­ლებ­საც ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­თან კონ­ტაქ­ტი აქვთ და მათი ინ­ფი­ცი­რე­ბის საფრ­თხე დი­დია.

"ჩვენ უნდა ვი­ფიქ­როთ ყვე­ლა შე­საძ­ლო გზა­ზე ჯან­დაც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად“, - ამ­ბობს ნა­ი­ჯელ კურ­ტი­სი.

წაიკითხეთ სრულად