რატომ არ სურს ბევრ კაცს შვილის ყოლა? - მშობლები

რატომ არ სურს ბევრ კაცს შვილის ყოლა?

2014-10-31 17:54:30+04:00

ბევრი მამაკაცი, სავსებით შეგნებულად, წლების განმავლობაში არიდებს თავს მამობას ბევრი მამაკაცი, სავსებით შეგნებულად, წლების განმავლობაში არიდებს თავს მამობას. სოციოლოგები ამტკიცებენ, რომ მამაკაცების თითქმის 34%-ს საერთოდაც არ სურს შვილის ყოლა.

ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს. ფსიქოლოგებმა 10 მთავარი მიზეზი დაასახელეს, რის გამოც მამაკაცები უფრო ხშირად ამბობენ უარს მამობაზე.

1. ფიქრობს, რომ ჯერ არ არის მზად, საკუთარ თავზე აიღოს ასეთი დიდი პასუხისმგებლობა – შვილის ყოლა.

2. არ არის დარწმუნებული, რომ მისი ცხოვრების თანამგზავრი მზადაა დედობისთვის, ან ჯერ ვერ იპოვა ისეთი ქალი, რომელსაც მისი შვილების დედად აღიქვამს.

3. ფინანსური პრობლემები. ბევრ მამაკაცს ეშინია ბავშვების ყოლა იმის გამო, რომ გაუჭირდება ცოლ-შვილის რჩენა.

4. ზოგადად ბავშვების აუტანლობა – არიან მამაკაცები, რომლებსაც უბრალოდ არ უყვართ ბავშვები და არ სურთ მათთან ურთიერთობა.

5. შიში, დაკარგონ მთავარი ადგილი საყვარელი ქალის ცხოვრებაში. საიდუმლო არ არის, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობები ხშირად გადადის მეორე პლანზე და ბავშვს უთმობს პირველ ადგილს.

6. საკუთარი სახლ-კარის არქონა. როგორც გაირკვა, მამაკაცებს, რომლებსაც საკუთარი საცხოვრებელი არ აქვთ, ეშინიათ ოჯახზე ფიქრიც კი.

7. მისწრაფება, საკუთარი სიამოვნებისთვის იცხოვრონ. ბევრ მამაკაცს უბრალოდ არ უნდა, მის ცხოვრებაში ბავშვთან დაკავშირებული შეზღუდვები და უხერხულობები გაჩნდეს და მის დარდიმანდობას შეუშალოს ხელი.

8. მამაკაცის ასაკი – ბევრ მამაკაცს უკვე გადაცილებული აქვს ოჯახის შექმნის ასაკისთვის, 50 წლის ზემოთ კი საერთოდაც ეშინიათ ბავშვის ყოლის, რადგან ეშინიათ, რომ ვერ მოასწრებენ მის გაზრდაში სათანადო წვლილის შეტანას.

9. უსიყვარულობა. ბევრ მამაკაცს აქვს პრობლემა, რომ ვერ ხვდება ნამდვილ სიყვარულს, საყვარელ ქალს, უსიყვარულოდ კი არ სურს შვილების გაჩენა.

10. საკუთარი მძიმე ბავშვობა. ზოგიერთი მამაკაცი უარს ამბობს ბავშვის ყოლაზე იმის გამო, რომ თავად ჰქონდა სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმები ბავშვობაში.

ამ თემაზე ასევე იხილეთ