ცნობილი და წარმატებული ადამიანები, რომლებსაც აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს - მშობლები

ცნობილი და წარმატებული ადამიანები, რომლებსაც აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს

2020-04-03 11:10:51+04:00

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. ცნობილი ადამიანების სიაში არიან ისეთები, რომლებსაც ასპერგერის სინდრომი, აუტიზმის ერთ-ერთი ფორმა, ან კონკრეტულად აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს სხვადასხვა ასაკში. თუმცა სოციუმში საკუთარი ადგილის დამკვიდრება მოახერხეს. ჩვენი დროის გმირები ყველას აჩვენებენ, რომ დიაგნოზის მიუხედავად წარმატებულები და ჭკვიანები არიან.

დერილ ჰანა

mshoblebi "მოკალი ბილის" ვარსკვლავს აუტიზმის დიაგნოზი 1960 წელს, ბავშვობაში დაუდგინეს. მაშინ გარემო ნაკლებად ტოლერანტული იყო. ექიმები დაჟინებით მოითხოვდნენ მედიკამენტურ მკურნალობას, მაგრამ ჰანას დედამ უარი განაცხადა. მსახიობის თქმით, შიშისა და ტკივილის გამო, ძალიან რცხვენოდა.

სუზან ბოილი

mshoblebi მომღერალს ბავშვობაში "ტვინის დაზიანება"და "სასწავლო მასალის ათვისების სირთულის" დიაგნოზი დაუსვეს. ის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც პროექტ "ნიჭიერში" მიიღო მონაწილეობა. "აუტიზმის" დიაგნოზი 40 წლის შემდეგ დაუსვეს. ბოილის თქმით, ეს მისთვის შვება იყო.

ლუის კეროლი

mshoblebi მკვლევარების აზრით, მათემატიკოსსა და მწერალს სწორედ აუტიზმის დიაგნოზი ჰქონდა დასმული. იქიდან გამომდინარე, რომ მისი ბიოგრაფიიდან ძალიან ცოტა რამაა ცნობილი, მას სხვადასხვა დაავადებას მიაწერენ. მაგალითად, ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ ელისის შესახებ ზღაპრებში ობიექტების ზომის შეცვლა შაკიკს უკავშირდება.

აბრაამ ლინკოლნი

mshoblebi ამერიკის შეერთებული შტატების მე-16 პრეზიდენტი ლინკოლნი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა წესრიგს და განიცდიდა დეპრესიას, რასაც სპეციალისტები ასპერგერის სინდრომს მიაწერენ.

ბილ გეიტსი

mshoblebi დიაგნოზი ოფიციალურად დადასტურებული არ არის, მაგრამ სპეციალისტები თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ ბილ გეიტს ასპერგერის სინდრომი აქვს. მას ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრის დაფიქსირება სჩვევია, რაზეც ამბობენ, რომ კონკრეტულ სინდრომს შეესაბამება.

ენდი უორჰოლი

mshoblebi ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ ბრენდზე ერთი და იმავე ელემენტის ბეჭდვა ასპერგერის სინდრომის ერთ-ერთი ნიშანია. დიდი ხნის განმავლობაში ის მარტოსული იყო იმიტომ, რომ ინგლისურად კარგად ვერ ლაპარაკობდა (მისი ოჯახი სლოვაკეთის მახლობლად ემიგრაციაში წავიდა). "გსურთ, რომ მანქანა იყოთ?" - ასე ჰქვია მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ერთ-ერთ ლეიტმოტივს.

სტენლი კუბრიკი

mshoblebi რეჟისორს ასპერგერის სინდრომი ჰქონდა. ის უხეში იყო მსახიობებთან და მათ მოთხოვნებს უგულებელყოფდა. დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩეოდა და თვითმფრინავით ფრენის ეშინოდა. ამავე დროს, კუბრიკს შეეძლო საქმიანი ურთიერთობების წამოწყება, თუმცა მალევე თავაზიანი უარის თქმა ისე, რომ უკან აღარასდროს ბრუნდებოდა.

ენტონი ჰოპკინსი

mshoblebi მსახიობს ასპერგერის სინდრომი 70 წლის შემდეგ დაუსვეს. თუმცა, აღიარება და მსოფლიო პოპულარობა გაცილებით ადრე ხვდა წილად. "არ დავდივარ წვეულებებზე, არ მყავს ბევრი მეგობარი, მაგრამ მომწონს ხალხთან ურთიერთობა, ისიც მომწონს, რომ თავადაც ფიქრობენ ჩემზე." – ამბობს ჰოპკინსი ერთ-ერთ ინტერვიუში.

კორტნი ლავი

mshoblebi მომღერალს სკოლის ასაკში აუტიზმის მსუბუქი ფორმა დაუდგინდა. ახასიათებდა აგრესიული ქცევები. კორტნი ლავის თქმით, მას სურდა, რომ ცნობილი გამხდარიყო და სხვა ადამიანები მასთან გულწრფელები ყოფილიყვნენ.

დენ ეიკროიდი

mshoblebi ლეგენდის თანახმად, მსახიობს ასპერგერის სინდრომი ჰქონდა და დაუცველობის განცდითა და მოჩვენებებით იყო შეპყრობილი. ეიკროიდი ამბობს, რომ მას საკუთარი დაბნეულობისა და არეულობის გაკონტროლება შეეძლო.

დევიდ ბირნი

mshoblebi მუსიკოსმა ლეგენდარული ჯგუფის Talking heads-ის დაშლის შემდეგ, 51 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ ასპერგერის სინდრომი აქვს. ბირნი ამბობდა, რომ მუსიკა იმედგაცრუებასთან ერთად ცხოვრებაში ძალიან დაეხმარა.

რობინ უილიამსი

mshoblebi

ბიპოლარუი აშლილობა, დეპრესია, სოციუმში უხერხული ქცევები - ასპერგერის სინდრომის ეს ნიშნები ჰქონდა რობინ უილიამსს. ერთ-ერთი უნიჭიერესი კომიკოსი ბოლომდე დეპრესიისგან იტანჯებოდა და ვერც გადალახა ეს სირთულეები - სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას არასწორი დიაგნოზი დაუსვეს, თითქოს პარკინსონი ჰქონდა, არადა, დემენცია იყო მისი ხანდაზმულობის პერიოდის დაავადება.