როგორ ცხოვრობს დღეს იტალიაში 9 აპრილის გმირი ქალი - მშობლები

როგორ ცხოვრობს დღეს იტალიაში 9 აპრილის გმირი ქალი

2020-04-09 07:50:11+04:00

ნანა მა­ხა­რა­ძეს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. ის იმ ცნო­ბი­ლი ფო­ტოს მთა­ვა­რი გმი­რია, რო­მე­ლიც იური მე­ჩი­თოვ­მა 1989 წლის 9 აპ­რი­ლის მძი­მე ღა­მეს გა­და­ი­ღო. 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ი­დან დღეს 31 წელი შეს­რულ­და... დრო­ში­ა­ნი გო­გო­ნა გა­ი­ზარ­და, წლე­ბია ის იტა­ლი­ა­ში, ემიგ­რა­ცი­ა­ში გახ­ლდათ. სამი წლის წინ იტა­ლი­ა­ში ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იპო­ვა და მარ­კო სბ­რა­ჯის­თან ერ­თად ერთ-ერთ უძ­ვე­ლეს და ულა­მა­ზეს ქა­ლაქ არე­ცო­ში ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და, სა­ნამ მათ მყუდ­რო­ე­ბას კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კა­რან­ტი­ნი არ და­არ­ღვევ­და.

ნანა მა­ხა­რა­ძე AMBEBI.GE-ს იტა­ლი­ი­დან ესა­უბ­რა:

- თა­ვი­დან აცხა­დებ­დნენ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით მხო­ლოდ ხან­ში შე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ავად­დე­ბოდ­ნენ. ყვე­ლამ იცის, რომ იტა­ლი­ა­ში სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა ძა­ლი­ან დი­დია. თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, ახალ­გაზ­რდე­ბიც ბევ­რი არი­ან ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ იტა­ლი­ა­ში 40 წლის ადა­მი­ა­ნი ახალ­გაზ­რდად ით­ვლე­ბა.

- ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი, მათი დიდი ნა­წი­ლი უსამ­სა­ხუ­როდ დარ­ჩა...

- დიახ, ქარ­თველ ემიგ­რან­ტებ­ზე ძა­ლი­ან დიდი აჟი­ო­ტა­ჟი ატყდა თა­ვი­დან. პირ­ვე­ლად, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ამა­ყი ვარ იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი სპეც­რე­ი­სით წა­მო­იყ­ვა­ნა სამ­შობ­ლო­ში. ზო­გა­დად მე მგო­ნი, იტა­ლია ერ­თა­დერ­თი ყვე­ლა­ზე ლო­ი­ა­ლუ­რი ქვე­ყა­ნაა ემიგ­რან­ტე­ბის მი­მართ. ყვე­ლას იღებს და მკურ­ნა­ლობს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­ბუ­თი­ა­ნია თუ უსა­ბუ­თო.

გავ­რცელ­და ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც ემიგ­რან­ტე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ სამ­სა­ხუ­რე­ბი და­კარ­გეს და სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვ­დნენ. მეს­მის მათი, ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა სამ­სა­ხუ­რი კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის გამო და­კარ­გა ან მუ­შა­ობ­დნენ ისეთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­დაც შემ­დეგ კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და. ვინც 24 სა­ა­თი­ან სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და, ისი­ნი აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას, უბ­რა­ლოდ გა­რეთ არ გა­მო­დი­ან. თუმ­ცა წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც სა­ა­თობ­რი­ვად მუ­შა­ობ­დნენ, იტა­ლი­ე­ლებს მათი სახ­ლში შეშ­ვე­ბის ეში­ნი­ათ, რად­გან ვირუ­სია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

შიში აქვთ უცხო ადა­მი­ა­ნის მი­ღე­ბის. ამი­ტომ უნ­დათ ქარ­თვე­ლებს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. არც კო­რო­ნა­ვირუ­სამ­დე იყო ბევ­რი სამ­სა­ხუ­რი, მაგ­რამ ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც დღეს ხდე­ბა, სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა რთუ­ლია. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ისიც, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ხუ­ცი გარ­და­იც­ვა­ლა ვირუ­სით და მათი მომ­ვლე­ლე­ბი უსამ­სა­ხუ­როდ დარ­ჩნენ. თან ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის დიდ ნა­წილს და­ნა­ზო­გი არ აქვთ, რომ ცოტა ხანი მა­ინც გა­ი­ტა­ნონ თავი. მთელ ფულს სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­ზავ­ნიდ­ნენ.

- თქვენ მთელ დღეს სახ­ლში ატა­რებთ?

- მე სახ­ლში ვარ, ჩემი მე­უღ­ლე სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობს პროგ­რა­მის­ტია და და­დის სამ­სა­ხურ­ში და უამ­რა­ვი საქ­მე აქვს. ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცია და და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ცდი­ლობს ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გა­დას­ვლას და მე­უღ­ლე მათ­თვის სპე­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მებს აკე­თებს.

- პრო­დუქ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი თქვენ­თა­ნა­ცაა?

- თა­ვი­დან ჩვენ­თა­ნაც იყო, რად­გან აქაც მი­ა­წყდა ხალ­ხი სუ­პერ­მარ­კე­ტებს... ბო­ლოს რო­დე­საც გა­ვე­დი, ჩემს ქა­ლაქ­ში დახ­ლებ­ზე პრო­დუქ­ცია იყო, მაგ­რამ არ­ჩე­ვა­ნი ნაკ­ლე­ბია. ადრე თუ 12 სა­ხე­ო­ბის შაქ­რი­დან ამო­არ­ჩევ­დი სა­სურ­ველს, ახლა ნაკ­ლე­ბად. ვერ­სად იპო­ვით აქაც სველ ხელ­სა­ხო­ცებს, ერთჯე­რად ხელ­თათ­მა­ნებს, ან­ტი­სეპ­ტი­კურ სი­თხე­ებ­სა და გე­ლებს, თუმ­ცა ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დი არის. ასე­ვე დე­ფი­ცი­ტია ნიღ­ბე­ბის. შე­ზღუ­დუ­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა.

წაიკითხეთ სრულად