როგორც ცნობილია, ნუკი კოშკელიშვილი კარანტინის პერიოდს საქართველოში ატარებს შვილთან ერთად, მისი მეუღლე კი ამერიკაში დარჩა, როგორც ექიმი და პროფესიულ საქმიანობას ეწევა.
შინიდან ნუკი აქტიურად არის ჩართული სოციალურ ქსელში და ხშირად პოსტავს. ამჯერად ქართველი გოგონების სილამაზეს მიუძღვნა ჩანაწერი და ასევე ბებიის მიერ ნათქვამ სიტყვებს, რომლებიც ახლა ახდა.
"ისევე როგორც უკლებლივ ყველა მეც “სქროლვით” ვარ დაკავებული და რა აღმოვაჩინე... ხალხნო!!!!! რა ლამაზი გოგოები გვყავს საქართველოში, თან მიხარია, თან დავკომპლექსდი, მაგრამ უფრო მიხარიააა. ხოდა მერე ნახეთ ამ სქროლვა სქროლვაში მივადექი უცხოელ ლამაზმანებს და მივხვდი, ყველა ქალს (გამონაკლისებს არ ვთვლი) ეძლევა საუკეთესო წლები... ანუ, ზოგი ლამაზია 16-20 წლამდე, აი, ეს უმანკო ბავშვურობა უხდება, ზოგი ლამაზია 20-30 წლამდე, ზოგი 30-40 და ზოგიც კი უფრო მოგვიანებით... ეს ნაღდად ასეა. არიან გოგოები გარდატეხის ასაკში სიმახინჯეები არიან (მე, მაგალითად) და არიან ვინც პირიქით ყვავის ისეთი ლამაზია. ხოდა აი რა განაპირობებს ამ აღმავლობის ჟამს? გენეტიკა? თუ იქნებ ქალი მაშინ არის ყველაზე ლამაზი როდესაც ყველაზე ბედნიერია? რას იტყვით? და როგორ ფიქრობთ თქვენ გქონდათ ეგ პერიოდი თუ ჯერაც წინ არის?"
"ბავშობაში რაღაცას რომ წავიწუწუნებდი, ბებიაჩემი მეუბნებოდა, ფრთხილად იყავი, სასმენარმა არ ჩაგიაროსო. მას მერე სულ მახსენდება. ახლაც ვფიქრობ, რამდენს გვინატრია, “აუ სახლში დამსვა ცოტა ხანი”, “ბავშვთან, ქმართან უფრო მეტი დროის გატარება მინდა”, “ეე ნეტა სკოლა გადაიდოს”, “არ მინდა ჯერ წასვლა ნიუ იორკში, ცოტაც დავრჩებოდი” და ნუ კიდევ მილლიონი მაგალითი.. ახლა არ არის ეს სასმენარის ამბავი, ოღონდ თან ისე აგვისრულა როგორც ვთხოვეთ... არ დაგვიკონკრეტებია და აგვისრულდა. ახლა ვფიქრობ, ოღონდ ეს დასრულდეს და არაფერზე აღარ ვიწუწუნებ თქო... მაგრამ ვიტყუები, ალბათ დავიწუწუნებ. ადამიანი რა უცნაური ვინმეა არა, გაქვს არ აფასებ, კარგავ - ტირი. ან ძალიან რომ გაგიჭირდება და რომ ევედრები ღმერთს, გთხოვ გამომაძვრინე და ამას, ამას ამას და ამას აღარ ვიზამ, გვისრულებს... დრო გადის და მაინც ვაკეთებთ.. მგონი დავიმსახურეთ, ხო იცით?!... "