ბოლო პერიოდში მეუფე იაკობი ხშირად აკეთებს სხვადასხვა განცხადებას შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით. სასულიერო პირებს შორის ის ერთ-ერთია, ვინც საზოგადოების ინტერესს იწვევს და შემდეგ მის განცხადებებზე ბევრი მსჯელობს.
მთავარეპისკოპოსი იაკობი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარია, ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსი, საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თბილისის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.
ერისკაცობაში კონსტანტინე უსუფის ძე იაკობიშვილი გახლდათ. 1962 წლის 1 მარტს არის დაბადებული თბილისში.
1979 წელს დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა. ამავე წელს ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.
2003 წლის 15 მარტს ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელად იაკობი;
2010 წლის 7 მაისს წმინდა სინოდმა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში მოღვაწე არქიმანდრიტი იაკობი აირჩია ცურტაველ ეპისკოპოსად და ქორეპისკოპოსად;
2010 წლის 9 მაისს მცხეთის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმიდა სინოდის წევრ მღვდელმთავრების თანამწირველობით, ეპისკოპოსად აკურთხა;
2010 წლის ოქტომბერში მეუფე იაკობი დაინიშნა პატრიარქის სრულუფლებიან წარმომადგენლად საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში;
2010 წლის 21 დეკემბერში ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად.
2013 წლიდან ბოდბელი ეპისკოპოსია.