სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" რამდენიმე სერია ახლანდელ რეალობას შეეხო - ქვეყანას კარანტინში. რამდენიმე თემასთან ერთად ონლაინ-სწავლების თემაც გააშუქეს, მისი ტრაგი-კომიკური მხარეებით და სახალისო კომენტარებმაც არ დააყოვნა. რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:
ამ ამბავში ყველაზე ღადაობა ისაა, რომ მოსწავლეებს ჰგონიათ, ვერ ვხვდებით, ეკრანებზე მიყუდებული წიგნებიდან რომ კითხულობენ ან გვერდიდან რაღაცებს კარნახობენ სხვები ან კითხვას რომ დაუსვამ და უცებ გუგლავენ და გპასუხობენ. ნუ ასაჯაროებთ ჩვენს „ცუღლუტობებს“. თორე აღარ დაგვიჯერებენ მასწავლებლები. ეს მასწავლებლებმა რომ გაიგონ, გადავდგამ ყველაფერს... ღვთის მადლით, როცა კატანტინი ჩაივლის ჩვენს ქვეყანაში, ეს ყველაფერი ერთ დიდ მოგონებად გადაიქცევა, ტკბილ-მწარე მოგონებად. ხშირად არა სისტემატურად გამოყენებული ხრიკი. ისეთი მკაცრია ნაირა, მეც გადავიმეორე ყველაფერი ქიმიაში. ბავშვო, ის მაინც მოიფიქრე, რომ წიგნი დესკტოპზე მიაყუდო და ისე უთხრა... არ იცი რაა... მე მყავდა ეგეთი მასწავლებელი რამდენიმე. ახლა უკვე აღარ არიან ასეთი ბოღმა პედაგოგები სკოლებში. აი, ასეთი ღრიალით უნდა ასწავლიდნენ ბავშვებს მასწავებლებიიი? ტვინი ამეხადა ნაირას ღრიალზე.