ხაჭოს უგემრიელესი პასკის რეცეპტი ქართველი დიასახლისისგან - მშობლები

ხაჭოს უგემრიელესი პასკის რეცეპტი ქართველი დიასახლისისგან

2020-04-23 12:26:32+04:00

ხაჭოს პასკის რეცეპტს გვთავაზობს მრავალშვილიანი დედა და კარგი დიასახლისი ვერიკო ბიწაძე, რომელიც ხშირად უზიარებს თავის რეცეპტებს ჩვენს მკითხველებს.

დაგჭირდებათ:

1 კგ ხაჭო 200 გრ. კარაქი 200 გრ. არაჟანი 100-200 გრ. შაქრის პუდრა ჟოლო, მარწყვი სურვილით ვანილი მიხაკი, დარიჩინი, ჯავზი სურვილით ჩირები: ქიშმიში, შავი ქლიავი, გარგარი, ფორთოხლის ცუკატი.

მომზადება:

ხაჭო უნდა გავხეხოთ საცერზე წესით, შეგიძლიათ ათქვიფოთ მიქსერით, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.

ავთქვიფოთ კარაქი+არაჟანი+შაქრის პუდრა+ხაჭო+ვანილი, სუნელები და ქიშმიშები.

შემდეგ ეს მზა მასა გავყოთ ორ ნაწილად, პირველი ნაწილი მოვათავსოთ პატარა საწურზე, რომელშიც მე მქონდა ჩაფენილი სამ ფენად დოლბანდი, ამ მასას მეორე ფენად დავალაგე გაყინული ჟოლო, შემდეგ მეორე ფენა და დოლბანდი გადმოვაფარე ზემოდან, ისე, რომ ხაჭო მთლიანად გაეხვა მასში. საწური უნდა იდოს ჯამზე და თავზე უნდა დავადოთ სიმძიმე, რომ წვენი გამოვიდეს ბოლომდე. შევდგათ მაცივარში 24 საათი, ამასობაში თან უნდა გადავუქციოთ წვენი, თუ დაბალ ჯამში დევს, თუ არადა - ბოლოს ერთად...

გადმოვაბრუნოთ თეფშზე, მოვხსნათ დოლბანდი და მოვრთოთ სურვილისამებრ.

altშინ მომზადებული ჟელიბონები პატარებისთვის - რეცეპტი მრავალშვილიანი დედისგან