დაიწყება თუ არა სწავლა 1 სექტემბერს და რა ელით იმ ბავშვებს, რომლებსაც 1-ლიდან 15 სექტემბრამდე უსრულდებათ 6 წელი - მშობლები

დაიწყება თუ არა სწავლა 1 სექტემბერს და რა ელით იმ ბავშვებს, რომლებსაც 1-ლიდან 15 სექტემბრამდე უსრულდებათ 6 წელი

2020-04-24 13:48:52+04:00

"სკოლებში სწავლა სკოლებში არ განახლდება 1-ელ სექტემბრამდე" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. თუმცა, თარიღმა მკითხველი დააბნია. განსაკუთრებით, მომავალი პირველკლასელების მშობლები, რომლებსაც სასკოლო ასაკის შეცვლის საშიშროება აფიქრებთ. საკითხის დასაზუსტებლად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მივმართეთ.

როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, ახალი სასწავლო წლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერია განსაზღვრული და სავარაუდოდ, პრემიერმა მექანიკურად ახსენა პირველი სექტემბერი.

თუმცა, თუ დადასტურდება, რომ ახალი სასწავლო წელი 1-ელ სექტემბერს დაიწყება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება იმ ბავშვების სკოლაში შესვლის საკითხი, რომლებსაც 1-ლიდან 15 სექტემბრამდე უსრულდებათ 6 წელი.

„ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადება. განათლების სამინისტრომ ეფექტიანად შეძლო გამკლავებოდა ამ შეზღუდვებს და დისტანციური სწავლების მეთოდები, როგორც საშუალო სკოლაში, ასევე უმაღლესი სასწავლებლების ნაწილში საკმაოდ ეფექტიანად გაატარა და დანერგა იმ დონეზე, რა დონეზეც შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ აკადემიური წელი ქვეყანაში არ გამოცხადდება. ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი ემუქრება, ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გახარიამ.

თამარ იაკობაშვილი