ალენ დელონის შვილიშვილმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო - ჰგავს თუ არა ცნობილ წინაპარს - მშობლები

ალენ დელონის შვილიშვილმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო - ჰგავს თუ არა ცნობილ წინაპარს

2020-04-30 08:15:08+04:00

ქალისა და მამაკაცის სილამაზის ეტალონებად აღიარებულ ვარსკვლავებს შთამომავლები ხანდახან არ ჰყავთ ხოლმე "ღირსეულები". იმასაც ამბობენ ხოლმე ასეთებზე, შვილზე ბუნება ისვენებსო. ალენ დელონი მსოფლიოს ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად არაერთხელ დაუსახელებიათ. როლებზეც კი ეუბნებოდნენ ხანდახან უარს, რომ მეტისმეტად ლამაზი იყო.

შვილები ალენს საკმაოდ სიმპათიური ჰყავს, თუმცა რა თქმა უნდა, მის სიმაღლეებს ვერ აღწევენ. ამ ბოლო დროს კი მისი შვილიშვლი გამოვიდა ასპარეზზე - მისი ვაჟის ენტონის ქალიშვილი ელისონ ლე ბორჟი. ენტონი ალენს მეორე ქორწინებიდან ჰყავს.

mshoblebi

ალენი, ენტონი და ელისონი

33 წლის ელისონი სამოდელო კარიერას იწყობს საკმაოდ წარმატებით. 1986 წელს არის დაბადებული პარიზში. მსახიობობაზე თავიდანვე უარი თქვა და მოდელობა დაიწყო. თუმცა პატარ-პატარა როლები მაინც დაუგროვდა რამდენიმე ფილმში.

mshoblebi

ელისონი მსოფლიოს მსხვილ ბრენდებთან თანამშრომლობს, ცნობილი ფოტოგრაფები იღებენ და საკმაოდ კარგი კარიერა აქვს.

არ უყვარს ალენ დელონზე საუბარი და ხშირად გაურბის კიდეც ამ თემას. ალბათ იმიტომ, რომ ალენს დიდი ინიციატივა არ გამოუჩენია მისი გაცნობის, სანამ გოგონა 11 წლის არ გახდა და არც სცნობდა მას შვილიშვილად.

mshoblebi

ელისონი წვეულებებზეც არ დადის, არ უყვარს საჯარო ცხოვრება და ჟურნალისტებთან იშვიათად ეკონტაქტება. ამბობენ, რომ საფრანგეთის ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ვაჟთან აქვს რომანი, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ დაქორწინებულა.

mshoblebi

altალენ დელონის რთული ბავშვობა, საყვარელი ქალები და შვილები, რომლებიც საოცრად ჰგვანან მამას