იოანე კირკიტაძე ჯერ სულ 3 წლისაა, თუმცა უკვე მოასწრო, პატარა ვარსკვლავი გამხდარიყო, რომლის მიერ წაკითხულ ლექსებსაც ასი ათასობით ნახვა აქვს. ჩვენ იოანეს დედას - თეონა ჩიტაშვილს ვთხოვეთ, მოეყოლა ცოტა რამ პატარა მსახიობზე.
- 2 წლი-ნახევრის იყო, ლექსი წავიკითხე და ისე მისმენდა, მთელი გულით. რომელ სიტყვასაც ვერ გებულობდა, მეკითხებოდა, რას ნიშნავდა. რამდენჯერმე გამამეორებინა და მერე თვითონ დაიწყო მოყოლა მთელი გულით და ემოციით. მეც გამიკვირდა, თუმცა მას მერე ყოველთვის, ძილის წინ ასე ვუკითხავ ლექსებს - მისი სურვილით, რა თქმა უნდა, თუ მთხოვს. მერე კი, რომელიც ძალიან მოსწონს, იმახსოვრებს და ასე გამოთქმით ამბობს. თან უკვე ითხოვს, რომ ვიდეო გადავიღოთ, მოსწონს მერე თავის თავს რომ უყურებს. როგორც კი გადავუღებ, მაშინვე მომიცუცქდება და მთხოვს, რომ ვაყურებინო. მუსიკაც დამიდეო, დაამატებს ხოლმე.
- გარეგნობაც უწყობს ხელს იმაში, რომ ბევრი პატარა ვარსვკვლავივით გახდეს ძალიან პოპულარული და თავისი იუთუბარხი ან გვერდი ჰქონდეს. ხომ არ გეგმავთ რამეს?
- მე ვერ ვერკვევი ბევრ რამეში სოციალურ ქსელში და არც ვიცი, რას როგორ აკეთებენ. მხოლოდ ჩემს გვერდზე თუ ავტვირთავ ხოლმე, სულ ეს არის და მერე ხანდახან სხვადასხვა ფეისბუქგვერდზე აზიარებენ და ძალიან ბევრი ნახულობს. ჯერ სერიოზული გეგმები და მიზნები ამ მიმართულებით არ მაქვს. უბრალოდ ბავშვს სიამოვნებს, ჩვენც მოგვწონს და ხალხსაც დადებით ემოციებს უტოვებს. ისე, მე პირადად საბავშვო ტანსაცმლის მოდელად ვხედავ და მინდოდა, რომ გადაეღოთ. ერთ-ერთ ბრენდს მივწერე კიდეც, თუმცა ჯერ არ შემხმიანებიან.
- იოს უფროსი ძმა ჰყავს. მასაც უყვარს ლექსები?
- არა, ლაზარეს სულ არ აქვს ლექსის კითხვის ნიჭი და სურვილი. იოანე დასცინის ხოლმე, რა სასაცილოდ კითხულობ ლექსებსო. ვეკითხები, აბა, როგორ კითხულობს-თქო და აი, იცი, როგორ? სიტყვებს ყლაპავსო...
- ალბათ იოანე ქუჩაში, საზოგადოებაშიც იპყრობს ყურადღებას, რა რეაქცია აქვს?
- ისე მრცხვენია ხოლმე, ცოტა თამამი ბავშვია. ერთხელ გოგონამ უთხრა, ძალიან ლამაზი ხარო და რა ლამაზი თვალები გაქვსო, ასეთი მოდური ხარო... მაშინვე უპასუხა - ხო, ხო, ვიცი, რომ ლამაზი ვარ, ვიციო (
იცინის).
იხილეთ კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც ასევე პოპულარულია სოციალურ ქსელში:
Video 3 წლი იოანე კირკიტაძის ვიდეო, რომელიც ჰიტად იქცა