"ამაზე პირველად ვლაპარაკობ... ყველაფერი ბუნებრივად მოხდა" - "ჩცდ"-ს მსახიობების გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარულის ამბავი - მშობლები

"ამაზე პირველად ვლაპარაკობ... ყველაფერი ბუნებრივად მოხდა" - "ჩცდ"-ს მსახიობების გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარულის ამბავი

2020-05-09 15:17:12+04:00

"გულ­მოდ­გი­ნედ გეგ­მავს, მტერ­ზე ჯავ­რი რო­გორ იყა­როს. ისეთ დარ­ტყმებს აკე­თებს, მას­თან ქიშ­პო­ბის სურ­ვილს სა­მუ­და­მოდ უკარ­გავს. ერ­თგუ­ლი მე­სა­ი­დუმ­ლეა. რო­მან­ტი­კას არ სწყა­ლობს, მისი სიყ­ვა­რუ­ლი მი­წი­ერ, ყო­ველ­გვარ "აფეთ­ქე­ბებს" მოკ­ლე­ბულ ემო­ცი­ებს ეფუძ­ნე­ბა, სა­მა­გი­ე­როდ სტა­ბი­ლუ­რი და მუდ­მი­ვია", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი ხა­რის წელ­ში და­ბა­დე­ბულ მო­რი­ელს, ეს კი მსა­ხი­ობ ნინა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია. ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ნინა სა­ჯა­როდ პირ­ვე­ლად, სა­კუ­თა­რი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავ­საც გვი­ამ­ბობს, რო­მე­ლიც "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნი­დან და­ი­წყო.

- ას­ტრო­ლო­გია მა­ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ამ მეც­ნი­ე­რე­ბა­ში კარ­გად ვერ ვერ­კვე­ვი. პი­რა­დი ჰო­როს­კო­პიც არას­დროს შე­მიდ­გე­ნია.

- უში­შა­რი ხარ?

- კი, ასეა. ეს თვი­სე­ბა ჩემს ხა­სი­ათ­შია გამ­ჯდა­რი. ზოგ­ჯერ შე­საძ­ლოა, ჩემს სხვა თვი­სე­ბებს "გა­და­ვა­ბი­ჯო" და უშიშ­რო­ბა წინ წა­მოვ­წიო.

- ეს თვი­სე­ბა მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში რამ­დე­ნად გეხ­მა­რე­ბა?

- ყვე­ლა­ზე მე­ტად, ეს თვი­სე­ბა მეხ­მა­რე­ბა.

- "ყო­ველ­თვის მუ­ყა­ი­თად შრო­მობს. სა­კუ­თარ საქ­მეს სხვას არას­დროს გა­ა­კე­თე­ბი­ნებს".

- არ ვიცი, ეს რამ­დე­ნად კარ­გი ან ცუდი თვი­სე­ბაა, მაგ­რამ როცა საქ­მეს ვა­კე­თებ, მირ­ჩევ­ნია, ის სხვე­ბის და­უხ­მა­რებ­ლად გა­ვა­კე­თო.

- ვიცი, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ.

- (იცი­ნის) დიახ.

- შენი და გი­ორ­გი ტა­ბი­ძის (სა­ნის როლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი) სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" გა­და­ღე­ბე­ბი­დან და­ი­წყო?

- წლე­ბია მე და გი­ორ­გი ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ, მაგ­რამ ახლო მე­გობ­რე­ბი არას­დროს ვყო­ფილ­ვართ. სე­რი­ალ­მა უფრო დაგ­ვა­ახ­ლო­ვა.

- ერ­თმა­ნე­თი თე­ატ­რა­ლურ­ში გა­ი­ცა­ნით?

- ჯგუ­ფე­ლე­ბი ვი­ყა­ვით, შემ­დეგ მე აკა­დე­მი­უ­რი წელი ავი­ღე, ამი­ტომ გი­ორ­გიმ ჩემ­ზე ადრე და­ამ­თავ­რა.

- თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი რო­გორ და­ი­წყო?

- ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად და ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და. სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბებ­ზე ერ­თმა­ნეთს უფრო მე­ტად მი­ვეჩ­ვი­ეთ, მეტი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. მერე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­წე­რე­ბი, სა­ერ­თო სა­ნაც­ნო­ბო წრე­ში შეხ­ვედ­რე­ბი და... ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სი­ტყვე­ბი ზედ­მე­ტი იყო, ერ­თმა­ნე­თი­სად­მი გრძნო­ბა ბუ­ნებ­რი­ვად ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და. განაგრძეთ კითხვა