ჰგვანან თუ არა შვილები ანი ჩირაძეს და კონსტანტინე თედელურს - ფოტოები - მშობლები

ჰგვანან თუ არა შვილები ანი ჩირაძეს და კონსტანტინე თედელურს - ფოტოები

2020-05-21 16:49:37+04:00

მსახიობი ანი ჩირაძე და შეფმზარეული კონსტანტინე თედელური რა ხანია, ერთად ცხოვრობენ. ოქტომბერში იქორწინეს კიდეც - ხელი მოაწერეს და ვიწრო წრეში აღნიშნეს ეს ბედნიერი დღე.

წყვილი კარანტინის პერიოდს ძირითადად შინ ატარებს, თუმცა ცოტა ხნის წინ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ესტუმრნენ - "მასტერშეფის" დაწყებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში.

mshoblebi

ანი ინსტაგრამზე ხშირად დებს თავისი ქალიშვილის - მშვენიერი ნიცა ცისკარიშვილის ფოტოს, რომელიც ძალიან ჰგავს დედას.

mshoblebi

"ჩიკას" რეალურ ცხოვრებაშიც ორი შვილი ჰყავს, ქალ-ვაჟი.

mshoblebi

ასევე ავრცელებს სოციალურ ქსელში შვილის ფოტოებს კონსტანტინე თედელური.

mshoblebi

ვაჟი მას პირველ ქორწინებაში შეეძინა - ივენთ-მენეჯერ სოფო (სონია) ნიკოლაძესთან.

mshoblebi

კონსტანტინე და სონია

ანისაც და კონსტანტინესაც აქტიური ურთიერთობა აქვთ შვილებთან კარანტინის პერიოდშიც. მუშაობაც ორივემ დაიწყო - "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღებებიც გრძელდება და კონსტანტინეც კულინარიული შოუს ახალი სეზონის გადაღებებში ჩაერთო.

mshoblebi

ცნობისათვის, "ჩცდ"-ში ჩიკას დედამთილის როლს მისი ნამდვილი დედა ასრულებს.

mshoblebi