ეკა კახიანის ქმარი შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად - რას საქმიანობს ცნობილი მომღერლის მეორე ნახევარი - მშობლები

ეკა კახიანის ქმარი შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად - რას საქმიანობს ცნობილი მომღერლის მეორე ნახევარი

2020-10-23 10:09:03+04:00

ეკა კახიანის ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია შოუბიზნესში. იმედა კახიანის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი იყო "საბუდარელ ჭაბუკში" შესრულებული როლის შემდეგ და ახლაც ბევრისთვის საყვარელი და პატივსაცემი პიროვნებაა.

mshoblebi

ეკა და იმედა

ბატონი იმედას მერე, პოპულარობის და შოუბიზნესში წარმატების გზა მისმა ქალიშვილმა ეკამ გააგრძელა. "მზიურის" წარმოუდგენელი წარმატებების შემდეგ, ეკამ ზრდასრულ ასაკშიც გააგრძელა მუსიკალურ ცხოვრება და დღესაც აქტიურად მღერის.

mshoblebi

იმედა კახიანი და ფლორა ანთიძე-კახიანი შვილიშვილსა და შვილთაშვილებთან ერთად

mshoblebi

ეკა ქალიშვილებთან ერთად

მესამე თაობა კი ეკას ქალიშვილია - ნინი ბადურაშვილი, რომელიც რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილთან პირველ ქორწინებაში შეეძინა. ნინი დღესაც პოპულარობის პიკშია.

mshoblebi

ნინი და მისი ქალიშვილი ელენე კუტალაძე

ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ საზოგადოებას აქვს ინტერესი ამ ოჯახის და მისი დანარჩენი, ნაკლებად ცნობილი წევრების მიმართ.

mshoblebi

ნინი ლამაზ ბებიებთან ერთად

ეკას გზა მხოლოდ ნინიმ გააგრძელა, ხოლო ეკას ქალიშვილებმა მეორე ქორწინებიდან - ანასტასია და ქეთო თოფურიძეებმა, სხვა საქმიანობები აირჩიეს და არც ერთი არ მღერის.

აქამდე ასევე ნაკლებად ჩანდა საზოგადოებაში ეკას მეუღლე - ნიკოლოზ თოფურიძე. თუმცა ბოლო წლებია გამოჩნდა საზოგადოებრივ ასპარეზზე - კონკრეტულად კი, ის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იყო 2020 წლის ივლისამდე.

mshoblebi

მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ:

ნიკოლოზ თოფურიძე დაიბადა 1967 წლის 16 მაისს, 1973-1984 წელს, დაამთავრა ქ. თბილისის 102-ე საჯარო სკოლა. 1986-1990 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1990 წელს სწავლა გააგრძელა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ვაშინგტონში Lado international institute-ში. 1997-1999 წლებში სწავლობდა George Mason university-ში საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით. მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმში“ მსახიობად. 2001-2002 წლები საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ბიურო 2002-2003 წლებში სამოქალაქო თავდაცვის და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს, საგარეო განყოფილების უფროსი; 2004-2005 წლებში ხარაგაულის სატყეო მეურნეობის დირექტორი; 2005-2009 წლებში ,,ცენტრ პოინტი“-ს პროექტის მენეჯერი; 2010-2011 წლებში ,,ბლექ სი გრუპის“ პროექტის მენეჯერი; 2012 წლიდან დღემდე გახლდათ საქართველოს ელექტრო სისტემის გენერალური დირექტორის კონსულტანტი. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარები და სერთიფიცირების კურსები:

2015 წელი - ჩინეთი - კვების და საკვების დაცვის საერთაშორისო სემინარი; 2001 წელი - ჟენევა - NATO -ს ეგიდით NATO PFP -პარტნიორობა მშვიდობისათვის; 2001წელი - მადრიდი - NATO-ს ეგიდით პარტნიორობა მშვიდობისათვის; 2002წელი - სტოკჰოლმი - NATO-ს ეგიდით - NATO წრთვნისა და აღჭურვის პროგრამა. 2016-2017 წლებში იყო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2017 წლის ნოემბრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იყო რამდენიმე წელი. შემდეგ თანამდებობა დატოვა, თუმცა ქართული ოცნების წევრად დარჩა.

mshoblebi

თავისუფალ დროს ძირითადად ოჯახის წევრებთან ატარებს - მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან.

ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმრის ოჯახური ბედნიერება და წარმატებული კარიერა რუსეთში