დიანა ღურწკაიას 12 წლის შვილი ოპერაციის შემდეგ და მომღერლის ფოტო სათვალის გარეშე, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა - მშობლები

დიანა ღურწკაიას 12 წლის შვილი ოპერაციის შემდეგ და მომღერლის ფოტო სათვალის გარეშე, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

2020-05-30 08:58:30+04:00

41 წლის დიანა ღურწკაია წლებია, რუსეთში ცხოვრობს და საქმიანობს. იქვე შექმნა ოჯახი პეტრე კუჩერენკოსთან და გაუჩნდათ ვაჟი კონსტანტინი.

კორონავირუსის გამო ოჯახი კარანტინში რომ იყო, სწორედ მაშინ მოუწიათ საკმაოდ ნერვიულობა 12 წლის შვილის გამო. მოულოდნელად მუცლის ტკივილები დაეწყო და სიცხეც აეწია. თავდაპირველად კორონავირუსი ეგონათ, მერე კი აპენდიციტი აღმოჩნდა და ოპერაცია გაუკეთეს. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

mshoblebi

კონსტანტინე უკვე სახლშია და მე-6 კლასიც დახურა ონლაინ, რაც დედამ ინსტაგრამზე მიულოცა: "აი, დასრულდა მე-6 კლასი. როგორც ყველასთვის, სწავლის დამთავრება ჩვენთანაც არ იყო ადვილი. ძნელია მოზარდის მოტივირება, დამოუკიდებლად იჯდეს რამდენიმე საათი კომპიუტერის მონიტორთან არა თამაშის გამო, არამედ სწავლის გამო. ხშირად დაძალებაც ხდება საჭირო.

მაგრამ ეს გზა გავიარეთ ჩვენი მასწავლებლების წყალობით.

შვილო, მიყვარხარ და ვამაყობ შენით. წარმატებები შენ და შენს თანატოლებს!"

mshoblebi

mshoblebi

კონსტანტინი დედასთან ძალიან მეგობრობს. პატარობიდან კი უზომოდ მოწესრიგებული ბავშვია - ადრეულ წლებშივე ასწავლეს, რომ თავისი ნივთები სწრაფად აელაგებინა და არ მიმოეფანტა იატაკზე, რომ დედა არ წამოსდებოდა რამეს და საშიში ტრავმები არ მიეღო.

mshoblebi

mshoblebi

როგორც ცნობილია, დიანა დაბადებიდან უსინათლოა. ძირითადად შავი სათვალით დადის, თუმცა არსებობს ბავშვობის ფოტოები - დედასთან, უფროს ძმასთან ერთად, სადაც მისი თვალები ჩანს, და სულ ახლახან გადაიღო ასევე ფოტო უსათვალოდ - მკვეთრი მაკიაჟით, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.

mshoblebi

altდიანა ღურწკაიას მძიმე ბავშვობა თბილისის ინტერნატში - როგორ აპატია მშობლებს წყენა