"სასწაული მეშვიდე საკანში" - ყველაზე შემოსავლიანი თურქული ფილმის ვარსკვლავები - მშობლები

"სასწაული მეშვიდე საკანში" - ყველაზე შემოსავლიანი თურქული ფილმის ვარსკვლავები

2020-06-08 05:15:45+04:00

"სასწაული მეშვიდე საკანში" ის ფილმია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და შემოსავლიანი აღმოჩნდა თურქულ სრულმეტრაჟიან ფილმებს შორის და საქართველოშიც ბევრმა ნახა.

ამავე სიუჟეტის და სახელწოდების ფილმი 2012 წელს კორეელებმა გადაიღეს და დიდი წარმატებაც ხვდათ წილად. ეს კი "ნეტფლიქსის" მიერ 2019 წელს განხორციელებული ვერსიაა, თურქი მსახიობების მონაწილეობით.

mshoblebi

ფილმის ნამდვილი ვარსკვლავები არიან მთავარი გმირები - მამა-შვილი, რომელთა როლებს ასრულებენ არას ბულუტ იინემლი და ნისა სოფია აკსონგური.

mshoblebi

არას ბულუტ იინემლი თურქი მსახიობი და მოდელია, რომელმაც სახელი გათქვა შეხზადე ბაიაზიდას როლით სერიალში "დიდებული საუკუნე". 29 წლისაა, სტამბოლში ინტელიგენტურ ოჯახშია გაზრდილი. თავიდანვე იყო გატაცებული თეატრითა და კინოთი, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ საავიაციო ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტზე ჩააბარა, რადგან ტექნიკაც ბავშვობიდან აინტერესებდა.

მის უფროს ძმას ორჯუნს სარეჟისორი განათლება აქვს და მსახიობობს კიდეც, მისი და ჯეიდი კი ტელეწამყვანია.

mshoblebi

არასმა კინოში კარიერა სარეკლამო რგოლებში მონაწილეობით დაიწყო, ხან ტანსაცმლის ბრენდებს უკეთებდა რეკლამას და ხან ყავა "ნესკაფეს". თანდათან გაიტაცა ამ სფერომ და მსახიობობა გადაწყვიტა.

mshoblebi

ასე ნელ-ნელა, რამდენიმე ეპიზოდური როლის შემდეგ გამოჩნდა "დიდებულ საუკუნეში" და ვარსკვლავადაც იქცა.

mshoblebi

ჯერჯერობით დაქორწინებული არ არის. მისი მიჯნურია მსახიობი ბიგე ონალი, რომელთან ერთადაც ჩნდება ხოლმე საზოგადოებრივ თავყრილობებზე და ღონისძიებებზე.

ნისა სოფია აკსონგური 2011 წლის 30 მარტს დაიბადა სტამბოლში. გარდა მსახიობობისა, მისი სერიოზული გატაცება სროლაა.

ლამაზი გარეგნობის და მსახიობური მონაცემების წყალობით ადრეული ასაკიდან ფოტომოდელობდა, სხვადასხვა ჟურნალისა და კატალოგებსთვის იღებდნენ და იღებენ ახლაც.

mshoblebi

კინოში დებიუტი ჰქონდა 2015 წელს, ასევე "დიდებულ საუკუნეში" შესრულებული როლით. ყველაზე ცნობილი კი სწორედ "მეშვიდე კამერით" გახდა, რადგან იქ მთავარი როლი შეასრულა.

mshoblebi

გოგონას საკმაოდ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

alt10 წლის თურქი გოგონა, რომლის ნიჭიერება ყველას ხიბლავს და რომელსაც ზრდასრული ვარსკვლავებივით უხდიან ჰონორარებს

alt8 წლის თურქი ბიჭუნა, რომელიც სერიალების ვარსკვლავი გახდა