გაინტერესებთ, ხართ თუ არა ბედნიერი? დაგარწმუნებთ, რომ ხართ! - მშობლები

გაინტერესებთ, ხართ თუ არა ბედნიერი? დაგარწმუნებთ, რომ ხართ!

2014-06-28 12:05:04+04:00

თუ ამ პუნქტებიდან ერთზე მაინც გექნებათ დადებითი პასუხი, იმაზე ბედნიერი ყოფილხართ, ვიდრე გგონიათ თუ ამ პუნქტებიდან ერთზე მაინც გექნებათ დადებითი პასუხი, იმაზე ბედნიერი ყოფილხართ, ვიდრე გგონიათ.

თქვენ ბედნიერი ხართ, თუ...

* თუ დღეს დილიდან ჯანსაღად და ჯანმრთელად გაიღვიძეთ, უფრო ბედნიერი ხართ, ვიდრე 1 მილიონი ადამიანი, რომელიც შემდეგ კვირამდე ვერ იცოცხლებს.

* თუ არ გადაგიტანიათ ომი, ციხე, შიმშილი და წამება, ან ახლა არ გემუქრებათ ეს ყოველივე, უფრო ბედნიერი ხართ, ვიდრე 500 მილიონი ადამიანი ამქვეყნად.

* თუ შეგიძლიათ ეკლესიაში უშიშრად წასვლა, პატიმრობისა თუ სიკვდილის მუქარის გარეშე, ბედნიერი ხართ, ვიდრე 3 მილიარდი ადამიანი ამქვეყნად, ვისაც ეს არ შეუძლია.

* თუ თქვენს მაცივარში არის საჭმელი, ჩაცმულ-დახურული ხართ, გაქვთ ჭერი თავზე და ლოგინი, უფრო მდიდარი და ბედნიერი ხართ, ვიდრე ამ სამყაროს ადამიანების 75%.

* თუ ბანკში ანგარიში გაქვთ, საფულეში ფული და სულ ცოტა ხურდა მაინც ყულაბაში, ამ სამყაროს უზრუნველყოფილი ადამიანების 8%-ს მიეკუთვნებით.

* თუ ამას კითხულობთ, იმ 2 მილიარდ ადამიანს მიეკუთვნებით, ვინც წერა-კითხვა იცის.