19 წლის გიორგი შაქარაშვილს კვლავ ეძებენ - მაშველები ჟინვალჰესის დაკეტვას გეგმავენ - მშობლები

19 წლის გიორგი შაქარაშვილს კვლავ ეძებენ - მაშველები ჟინვალჰესის დაკეტვას გეგმავენ

2020-06-20 13:43:13+04:00

და­კარ­გუ­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო ზა­ჰე­სის დამ­ბის გახ­სნა და ჟინ­ვალ­ჰე­სის დამ­ბის და­კეტ­ვა იგეგ­მე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

"გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის, 20 ივ­ნისს 17:00 სა­ა­თი­დან 21 ივ­ნი­სის 18:00 სა­ა­თამ­დე იგეგ­მე­ბა ზა­ჰე­სის დამ­ბის გახ­სნა და ჟინ­ვალ­ჰე­სის დამ­ბის და­კეტ­ვა. ეს გა­მო­იწ­ვევს მდი­ნა­რე არაგ­ვში წყლის დო­ნის და­წე­ვას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მო­სახ­ლე­ო­ბას ად­გილ­ზეც მო­ე­წო­დე­ბა.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბას აფრ­თხი­ლებს გა­მო­ი­ჩი­ნონ სიფრ­თხი­ლე და იყ­ვნენ ყუ­რა­დღე­ბით.

"19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11 სა­ათ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა მისი და­კარ­გვის შე­სა­ხებ მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი რო­მე­ლიც მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა. ნა­რეკ­ვა­ვის და­სახ­ლე­ბა­ში სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა მათ შო­რის მდი­ნა­რე არაგ­ვსა და მტკვარ­ზე. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მაშ­ვე­ლე­ბი და მყვინ­თა­ვე­ბი. სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლია 60 მაშ­ვე­ლი და 6 მყვინ­თა­ვი" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის კვა­ლი ორი დღის წინ და­ი­კარ­გა. ის სა­გუ­რა­მო­ში და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო და მას შემ­დეგ ოჯახს აღარ უნა­ხავს. მისი და­კარ­გვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით მისი მე­გობ­რე­ბი ავ­რცე­ლებ­დნენ.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლია. იგი "სა­ბურ­თა­ლოს გუნდში" თა­მა­შობს.

ინტერპრესნიუსი