"ახლა ბევრი დავლიე, ჩემთვის ბევრი..." ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე თავისი გულწრფელობით და პოზიტივით იზიდავს ხოლმე საზოგადოებას. ამჯერად ემოციური გულახდილი პოსტით მიმართა საზოგადოებას:
„ჩემმა ყველა ახლობელმა და ნამდვილმა გვერდში მდგომმა იცის, რომ ალკოჰოლურ სასმელს არ ვსვამ.
ჰოდა, ახლა ბევრი დავლიე, ჩემთვის ბევრი.
იშვიათად ვსვამ სასმელს, იმიტომ, რომ დიდი მიზეზი მაქვს.
როცა დავლევ, სულ მეტირება.
ტირილის მიზეზიც მაქვს. ყველა მიყვარს, ყველა მეცოდება და ყველას გამო ვიტანჯები.
ყველა გარდაცვლილს ვტირი და ყველა მეცოდება, ვინც უნდა გარდაიცვალოს.
ფუჭია დარდი და ფუჭია სიხარული.
რა იქნება 50 წლის შემდეგ? - არაფერი.
ჩვენს მაგივრად სხვა გაიხარებს და სხვა დაიტანჯება.
გაუფრთხილდი, იმას რაც გაქვს.
მოპოვება ადვილია, შენარჩუნებაა ძნელი".
მერი ბლიაძე