პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ავრცელებს - როგორ განვითარდა მოვლენები 18 ივნისის ღამეს - მშობლები

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ავრცელებს - როგორ განვითარდა მოვლენები 18 ივნისის ღამეს

2020-06-27 17:50:49+04:00

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებს ავ­რცე­ლებს, სა­დაც ჩანს, რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი 18 ივ­ნი­სის ღა­მეს. კად­რე­ბი რო­გორც აგა­რაკ­ზე ასე­ვე, მთა­ვარ მა­გის­ტრალ­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ ეპი­ზო­დებს გად­მოს­ცემს.

უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ჩვიდ­მე­ტი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა.

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ ჩვიდ­მე­ტი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და მომ­ხდარ­თან ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებს ავ­რცე­ლებს.

გთა­ვა­ზობთ პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას (შე­ნიშ­ვნა: ინი­ცი­ა­ლე­ბის გვერ­დით სრუ­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი ambebi.ge-ს ხელთ არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვი­თაა შევ­სე­ბუ­ლი):

„სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა სამ­ძი­მარს უცხა­დებს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახს და ახ­ლობ­ლებს! ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბულ ჩვიდ­მე­ტი­ვე პირს წა­რუდ­გი­ნა ბრალ­დე­ბა ორი ან მეტი პი­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის და ამა­ვე ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და ჯგუ­ფუ­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით და 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით“.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ჩვიდ­მე­ტი­ვე პი­რის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 18 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 23:00 სა­ათ­ზე, ქა­ლაქ მცხე­თა­ში, სამ­ხედ­როს ქუჩა N76-ში არ­სე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, ს.გ-მ ი.წ-სთან (ირაკ­ლი წა­ქა­ძე, „ვიტ ჯორ­ჯი­ას" 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი) და ს.ჩ-სთან (საბა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი) ერ­თად ჯგუ­ფუ­რად ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა ნ.ხ-ს და ვ.ჩ-ს (ვახო ჩი­ქო­ვა­ნი), რო­მელ­თაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად მი­ი­ღეს ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და გა­ნი­ცა­დეს ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი.

2020 წლის 18 ივ­ნისს, გ.მ-მ, ლ.შ-სთან, ვ.ჩ-სთან (ვახო ჩი­ქო­ვა­ნი) ნ.ც-სთან და გ.ტ-სთან (ძი­უ­დო­ის­ტი გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლი) ერ­თად ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­წია ჯგუ­ფურ მოქ­მე­დე­ბას, რო­მელ­საც თან ახ­ლდა ძა­ლა­დო­ბა. კერ­ძოდ, ლ.შ-მ, გ.მ-მ, გ.ტ-მ, ნ.ც-მ, მე­გობ­რე­ბის ცე­მის გამო, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე - მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბის მიზ­ნით, გა­და­წყვი­ტეს და­მა­ტე­ბით სხვა პი­რე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა.

ამის­თვის, ვ.ჩ. (ვახო ჩი­ქო­ვა­ნი) და გ.ტ. (ძი­უ­დო­ის­ტი გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლი) თა­ვი­ან­თი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით, თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად, მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან წა­ვიდ­ნენ ქა­ლაქ თბი­ლის­ში, ხოლო გ.მ და ლ.შ. დარ­ჩნენ ად­გილ­ზე, რათა პე­რი­ო­დუ­ლად მი­ე­წო­დე­ბი­ნათ ინ­ფორ­მა­ცია მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ.

ნ.ც-მ, ვ.ჩ-მ და გ.ტ-მ (ვახო ჩი­ქო­ვა­ნი და ძი­უ­დო­ის­ტი გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლი) მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­უ­წი­ეს სხვა პი­რე­ბის შეკ­რე­ბას, რის გა­მოც ქა­ლაქ თბი­ლის­ში, ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში, მი­ა­კი­თხეს ვ.მ-ს, ა.გ-ს, ნ.რ-ს და ნ.ჟ-ს (მო­რაგ­ბე­ე­ბი ვა­სილ მა­ხა­რა­ძე, არ­ჩილ გაგ­ნი­ძე, ნიკა ჟვა­ნია) და უზ­რუნ­ველ­ყვეს მათი მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა. კერ­ძოდ, ვ.ჩ-ს (ვახო ჩი­ქო­ვა­ნი) „TOYOTA CAMRY”-ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში, რო­მელ­საც მარ­თავ­და ვ.მ. (ვა­სილ მა­ხა­რა­ძე) გა­და­ნა­წილ­დნენ თა­ვად ვ.ჩ, ვ.მ, ა.ქ, ზ.ხ, ა.გ. და ნ.რ. (ვახო ჩი­ქო­ვა­ნი, ვა­სილ მა­ხა­რა­ძე, არ­ჩილ გაგ­ნი­ძე და სხვე­ბი), ხოლო გ.ტ.-ს (გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლი) ავ­ტო­მო­ბილ­ში - თა­ვად გ.ტ, ნ.ც., ნ.ქ., თ.ბ.(თენ­გო ბარ­ბა­ქა­ძე), ი.მ. (ირაკ­ლი მუმ­ლა­ძე) და ნ.ჟ. (ნიკა ჟვა­ნია), რო­მე­ლიც შე­ი­ა­რაღ­და რკი­ნის ხელ­კე­ტით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი 2020 წლის 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 00:30 სა­ათ­ზე, ქა­ლაქ თბი­ლი­სი­დან გა­ე­მარ­თნენ მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც მათ ელო­დე­ბოდ­ნენ გ.მ. და ლ.შ., რომ­ლე­ბიც თა­ვის მხრივ აწ­ვდიდ­ნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯგუ­ფის სხვა წევ­რებს ძა­ლა­დო­ბის ჩა­სა­დე­ნად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის თა­ო­ბა­ზე.

2020 წლის 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 00:45 სა­ათ­ზე, მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდი­ნა­რე არაგ­ვის ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყოფ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს, გ.ა.-ს, (გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი), გ.ქ.-ს, ვ.ა.-ს (ვახო ახვლე­დი­ა­ნი), ი.ბ.-ს (წვე­უ­ლე­ბის ფო­ტოგ­რა­ფი ია­კობ ბრეგ­ვა­ძე) და კ.ღ.-ს თავს და­ესხნენ ნ.ც., გ.ტ. (გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლი) ნ.ქ., თ.ბ. (თენ­გო ბარ­ბა­ქა­ძე) ი.მ. (ირაკ­ლი მუმ­ლა­ძე) და რკი­ნის ხელ­კე­ტით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ნ.ჟ. (ნიკა ჟვა­ნია), რომ­ლებ­საც ასე­ვე შე­უ­ერ­თდნენ გ.მ. და ლ.შ. და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ გ.ქ.-ს, კ.ღ.-ს და ვ.ა.-ს (ვახო ახვლე­დი­ა­ნი) რა დრო­საც კ.ღ. გა­იქ­ცა თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ი.ბ. (წვე­უ­ლე­ბის ფო­ტოგ­რა­ფი ია­კობ ბრეგ­ვა­ძე) და­ი­მა­ლა გზის პი­რას არ­სე­ბულ შე­ნო­ბა­ში, ხოლო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი, გ.ა. (გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი) და ვ.ა. (ვახო ახვლე­დი­ა­ნი) გა­იქ­ცნენ და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

თავ­დამ­სხმე­ლე­ბის წას­ვლის შემ­დეგ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი, გ.ა. (გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი) და ვ.ა. (ვახო ახვლე­დი­ა­ნი) დაბ­რუნ­დნენ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, და­ეხ­მარ­ნენ ნა­ცემ გ.ქ.-ს და ცდი­ლობ­დნენ ქა­ლაქ თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბას. და­ახ­ლო­ე­ბით 00:50 სა­ათ­ზე, მათ თავს და­ესხნენ ვ.ჩ., ვ.მ., ზ.ხ., ა.გ. (ვახო ჩი­ქო­ვა­ნი, ვა­სილ მა­ხა­რა­ძე, არ­ჩილ გაგ­ნი­ძე) ა.ქ, და ნ.რ, რომ­ლებ­მაც სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს და ვ.ა.-ს (გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი და ვახო ახვლე­დი­ა­ნი) და ცდი­ლობ­დნენ მათ­ზე ძა­ლა­დო­ბას.

საფრ­თხის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი, გ.ა., გ.ქ. და ვ.ა. გა­იქ­ცნენ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე და გა­და­ვიდ­ნენ გზის სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე, შემ­დგომ კი გზი­დან მარ­ჯვე­ნა მხა­რეს არ­სე­ბულ ბუჩ­ქნა­რის­კენ. გ.ა., ვ.ა. და გ.ქ. და­ი­მალ­ნენ მდი­ნა­რე არაგ­ვის მიმ­დე­ბა­რედ, ბუჩ­ქნარ­ში, ხოლო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გა­იქ­ცა მდი­ნა­რე არაგ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ვ.მ.-მ, ვ.ჩ.-მ, ა.გ.-მ (მო­რაგ­ბე­ე­ბი ვა­სილ მა­ხა­რა­ძე, ვახო ჩი­ქო­ვა­ნი, არ­ჩილ გაგ­ნი­ძე) ა.ქ.-მ, ზ.ხ.-მ, და ნ.რ.-მ და­ი­წყეს მი­მა­ლუ­ლე­ბის ძებ­ნა და იპო­ვეს ბუჩ­ქებ­ში და­მა­ლუ­ლი გ.ა. (გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი), რო­მელ­საც უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა - მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჩას­ვეს ავ­ტო­მო­ბი­ლის უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე, და­უს­ხდნენ ორი­ვე მხრი­დან და მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ წა­იყ­ვა­ნეს ქა­ლაქ თბი­ლის­ში, სა­დაც ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან ჩა­მოს­ვეს მეტ­რო­სად­გურ დი­დუ­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ „ლუ­კო­ი­ლის“ ფირ­მის ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გურ­თან.

2020 წლის 22 ივ­ნისს მდი­ნა­რე არაგ­ვში აღ­მო­ჩე­ნი­ლი იქნა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი.

მომ­ხდა­რი ცე­მის და თავ­დას­ხმის ფაქ­ტე­ბი დას­ტურ­დე­ბა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყო­ფი პი­რე­ბის გა­მო­კი­თხვე­ბით, რომ­ლე­ბიც დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რენ კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბის მი­ზე­ზებს და მას­ში მო­ნა­წი­ლე მხა­რე­ებს, მი­უ­თი­თე­ბენ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ პი­რებ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­ტურ­დე­ბა ასე­ვე ვი­დეო-სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბით და მოწ­მე­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მე­ბით. ვი­დეო-სათ­ვალ­თვა­ლო ჩა­ნა­წე­რე­ბით დგინ­დე­ბა, თუ რო­გორ აყე­ნე­ბენ ს.გ., ი.წ. და ს.ჩ. (ირაკ­ლი წა­ქა­ძე, საბა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი) ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ნ.ხ-ს და ვ.ჩ-ს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბით ასე­ვე დგინ­დე­ბა, რომ გ.მ., ლ.შ., ნ.ც., გ.ტ. (გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლი) ნ.ქ., თ.ბ. (თენ­გო ბარ­ბა­ქა­ძე), ი.მ. (ირაკ­ლი მუმ­ლა­ძე), ვ.ჩ. (ვახო ჩი­ქო­ვა­ნი), ვ.მ. (ვა­სილ მა­ხა­რა­ძე), ა.ქ., ზ.ხ., ა.გ. (არ­ჩილ გაგ­ნი­ძე) ნ.რ. და ნ.ჟ. (ნიკა ჟვა­ნია) მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, მდი­ნა­რე არაგ­ვის ხი­დის მიმ­დე­ბა­რედ რო­გორ და­ესხნენ თავს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს, გ.ა.-ს, (გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი) გ.ქ.-ს, ვ.ა.-ს, ი.ბ.-ს (ია­კობ ბრეგ­ვა­ძე) და კ.ღ.-ს, რა დრო­საც კ.ღ-ზე, გ.ქ.-ზე და ვ.ა-ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ძა­ლა­დო­ბა, რის შემ­დე­გაც უკვე ნა­ცემ კ.ღ-ს, გ.ქ.-ს და ვ.ა-ს და ასე­ვე მათ­თან ერ­თად გაქ­ცე­ულ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს და გ.ა.-ს გა­მო­ე­დევ­ნენ ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით.

ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბით ასე­ვე დას­ტურ­დე­ბა მცხე­თი­დან წა­მოყ­ვა­ნი­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ა­ღ­კვე­თი­ლი გ.ა.-ს თბი­ლის­ში, დი­დუ­ბის რა­ი­ონ­ში და­ტო­ვე­ბის ფაქ­ტი, რა დრო­საც მას არ ჰქონ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. მცხე­თა­ში, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა თავ­დას­ხმის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ლი­თო­ნის ხელ­კე­ტი, ასე­ვე თავ­დას­ხმამ­დე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი.

ამავდრო­უ­ლად, გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის დღი­დან, ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში ტარ­დე­ბა სხვა­დას­ხვა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რო­მელ­თა რი­ცხვი ამ ეტა­პის­თვის 750-ზე მე­ტია, მათ შო­რის: საქ­მის ირ­გვლივ გა­მო­ი­კი­თხა 60-მდე პირი და მოწ­მე­თა და­კი­თხვა ამ ეტაპ­ზეც გრძელ­დე­ბა; ამო­ღე­ბუ­ლია მომ­ხდა­რი ფაქ­ტე­ბის დროს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყო­ფი 46 პი­რის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და მათი ტან­საც­მე­ლი; ჩა­ტარ­და 40-მდე პი­რის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კა, რა დრო­საც ამო­ღე­ბუ­ლი იქნა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი, სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა, სა­ი­და­ნაც ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვის მიზ­ნით, და­ნიშ­ნუ­ლია სა­ინ­ფორ­მა­ციო-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა; 36 პირს ჩა­უ­ტარ­და სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა; სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვი­სათ­ვის აღე­ბუ­ლი იქნა სხვა­დას­ხვა სა­ხის 100-ზე მეტი ნი­მუ­ში; მო­პო­ვე­ბუ­ლია ასე­ვე მომ­ხდა­რი ფაქ­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა და გან­ხორ­ცი­ელ­და მათი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა;

ტარ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზის და ცხე­დარ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის­თვის და­მა­ტე­ბით აღე­ბუ­ლია მა­სა­ლე­ბი, რა­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი ქი­მი­უ­რი და მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი. ამას­თან, ექ­სპერ­ტი­ზა­ში ჩარ­თუ­ლია და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის ინი­ცი­ა­ტი­ვით მოწ­ვე­უ­ლი ექ­სპერ­ტიც. სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ღე­ბის და­გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის დად­გე­ნის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნულს მი­ე­ცე­მა შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა.

ასე­ვე, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნა არის უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნა, რა მიზ­ნი­თაც, უწყვეტ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ამავდრო­უ­ლად, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­დარ­ზე და­ნიშ­ნუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა, რომ­ლი­თაც დად­გინ­დე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი, ასე­ვე სხვა რიგი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რაც თა­ვის მხრივ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია საქ­მე­ზე ჭეშ­მა­რი­ტე­ბის და­სად­გე­ნად.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა მზა­ო­ბას გა­მოთ­ქვამს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯახ­თან ინ­ტენ­სი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის, ასე­ვე, საქ­მის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მე­დი­ას­თან და ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს­თან პრო­ცე­სის გამჭვირ­ვა­ლედ წარ­მარ­თვის­თვის, შე­სა­ბა­მი­სად მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას თავი შე­ი­კა­ვონ გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი და და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან, რათა არ შე­ე­შა­ლოს ხელი საქ­მე­ზე სრულ­ყო­ფი­ლი, ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას.

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა მკაცრ სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კას ატა­რებს ძა­ლა­დობ­რი­ვი ხა­სი­ა­თის და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ და ამ შემ­თხვე­ვა­შიც პრო­კუ­რა­ტუ­რას ექ­ნე­ბა უმ­კაც­რე­სი მიდ­გო­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში მხი­ლე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ.“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში. იხილეთ ვიდეო