სინამდვილეში დედის რძე ყოველთვის საკმარისია და ქალების მხოლოდ 1%-ს მსოფლიოს მასშტაბით საერთოდ არ აქვს რძე - სანამ დაგარწმუნებენ, რომ ბავშვს რძე არ ყოფნის, ეს წაიკითხეთ! - მშობლები

სინამდვილეში დედის რძე ყოველთვის საკმარისია და ქალების მხოლოდ 1%-ს მსოფლიოს მასშტაბით საერთოდ არ აქვს რძე - სანამ დაგარწმუნებენ, რომ ბავშვს რძე არ ყოფნის, ეს წაიკითხეთ!

2020-07-01 04:43:33+04:00

დედის რძე ყოველთვის საკმარისია და ქალების მხოლოდ 1%-ს მსოფლიოს მასშტაბით საერთოდ არ აქვთ რძე.

დანარჩენს - 99%-ს, რძე აქვს, ისევე როგორც ძუძუმწოვრების ყველა სხვა სახეობას. სხვა სახეობებისაგან განსხვავებით ჩვენ ყოველთვის გვაქვს "ცხიმიანი რძე'', უფრო კარგად რო ავხსნა - ჩვენ გვაქვს ზუსტად ისეთი რძე, როგორიც ჭირდება ჩვენს შვილს. და თან შემადგენლობა ყველა კვების დროს იცვლება. ამას ჩვენი სხეულის რთული და საკმაოდ კომპლექსურად აგებული სისტემა განსაზღვრავს. არ ვართ მარტივი არსებები.

რძის პროდუქცია და გამოყოფა ძირითადად ჰორმონებით - პროლაქტინითა და ოქსიტოცინით ხდება. ძუძუს წოვის პროცესი ხელს უწყობს ორივე ჰორმონის გამომუშავებას. შესაბამისად, რაც უფრო ხშირად წოვს ბავშვი, მით უფრო დიდია ამ ჰორმონების რაოდენობა დედის სისხლში და მეტია გამომუშავებული რძის რაოდენობა.

პროლაქტინი ხელს უწყობს რძის წარმოქმნას. პროლაქტინის წარმოქმნა განსაკუთრებით მაღალია ღამის სათებში. ამდენად, ღამის კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია რძის გამომუშავებისთვის.

ოქსიტოცინი განაპირობებს ძუძუს კუნთების, რასაც თან სდევს რძის გამოყოფა. ოქსიტოცინის დონე დამოკიდებულია ქალის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც: ბავშვთან სიახლოვე, დედის სურვილი, ძუძუთი კვებოს ბავშვი, დადებითი ემოციური განწყობა, მშვიდი და მყუდრო გარემო – ხელს უწყობს ოქსიტოცინის გამომუშავებას და პირიქით, სტრესული სიტუაცია, გაღიზიანება აფერხებს მას.

ოქსიტოცინი მოქმედებს საშვილოსნოს კუნთოვან ქსოვილზეც, შესაბამისად, მისი მაღალი დონე მნიშვნელოვანია საშვილოსნოს შეკუმშვისთვის.

რძის ინჰიბიტორები გამომუშავდება სარძევე ჯირკვალში, აკონტროლებს რძის სეკრეციას და იცავს სარძევე ჯირკვალს ძლიერი გადავსებისაგან.

რძის წარმოქმნისათვის სარძევე ჯირკვლის ბოლომდე დაცლას და სწორ მოჭიდებას (საკმაოდ რთული ტექნიკაა ბავშის, განსაკუთრებით კი ახალშობილის პაწია პირში ძუძუს სწორად მოტავსება) განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ჟურნალისტი, ბლოგერი, ლაქტაციის კონსულტანტი, ლაქტივისტი შორენა ლაღაძე

alt"ამ კატეგორიის პედიატრების მსხვერპლი დღეს ბევრი ბავშვია... დედას უცხადებენ, რომ ბავშვი მშიერია და სთავაზობენ ხელოვნურ რძეს..." - ლაქტაცია და მისი მტრები, ანუ რაც ხმამაღლა უნდა ითქვას