"ჩაუდეთ ბავშვს ნაყინიანი კოვზი პირში და დათვალეთ ათამდე" - ექიმ კომაროვსკის საინტერესო მკურნალობის მეთოდი ნაყინით - მშობლები

"ჩაუდეთ ბავშვს ნაყინიანი კოვზი პირში და დათვალეთ ათამდე" - ექიმ კომაროვსკის საინტერესო მკურნალობის მეთოდი ნაყინით

2020-07-01 07:31:12+04:00

ზაფხულობით ნაყინი ყველა ბავშვისთვის სასურველი ტკბილეულია. მშობლები კი ხშირად იკავებენ თავს, მისცენ თუ არა თამამად პატარას ყინულივით ცივი ნუგბარი. უმრავლესობას ყელის გაციების ეშინია. ცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი მკაფიოდ პასუხობს ამ კითხვას და მათაც აძლევს რჩევას, ვინც პირველმა უნდა გაასინჯოს ბავშვს ნაყინი.

„ნაყინი აუცილებლად უნდა ჭამოთ, მეტიც, რეგულარულად უნდა მიირთვათ. არაერთხელ მითქვამს, რომ პირის ღრუს ადგილობრივი იმუნიტეტისთვის, ცივის ზემოქმედება ნუშურა ჯირკვლებზე ნამდვილად საჭიროა. თვეში ერთხელ ნაყინის ჭამა არ შეიძლება, ის რეგულარულად უნდა მიირთვათ. თუ ბავშვისთვის არცერთხელ არ მიგიციათ ნაყინი, უნდა მოიქცეთ ასე:

შეიძინეთ თეთრი პლომბირი და ბავშვს დღეში 3-ჯერ ჩაის კოვზით მიეცით, ოღონდ მაშინვე ნუ ჩაყლაპავს. ჩაუდეთ ნაყინიანი კოვზი პირში და დათვალეთ ათამდე, ამის შემდეგ ჩაყლაპოს. მომდევნო დღეს ორ-ორი ჩაის კოვზი მიეცით და ასე შემდეგ. ცივის რეგულარული ზემოქმედება ქრონიკულ ტონზილიტს შველის“ - აცხადებს ექიმი კომაროვსკი.

altთემურ მიქელაძე ნაყინის, მაცივრის წყლისა და "წუწაობის" შესახებ - რა არის მითი და რა - რეალური საფრთხე

altრომელი ნაყინი არ უნდა ვაჭამოთ ბავშვს? - ექიმების პასუხი