თბილისში ლიფტის შახტაში 6 წლის ბავშვი ჩავარდა - მშობლები

თბილისში ლიფტის შახტაში 6 წლის ბავშვი ჩავარდა

2020-07-03 07:06:58+04:00

თბილისში, გლდანში, ლიფტის შახტაში 6 წლის ბავშვი ჩავარდა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ინტერპრესნიუსი