რა შეგვიძლია ვუყიდოთ ბავშვს 50, 70 და 100-ლარიანი ბიუჯეტით - მშობლები

რა შეგვიძლია ვუყიდოთ ბავშვს 50, 70 და 100-ლარიანი ბიუჯეტით

2020-07-03 13:28:59+04:00

ბავშვის ტანსაცმლის არჩევა მარტივი ნამდვილად არ არის. ამ დროს უამრავ დეტალს უნდა მიაქციოთ ყურადღება, მათ შორის კი გადამწყვეტი არის ხარისხი და ფასი. მაღალი ხარისხისა და მისაღები ფასის შეფარდება საკმაოდ რთულია, თუმცა როცა საქმე ბავშვს ეხება ხარისხთან მიმართებით კომპრომისი ფაქტობრივად გამორიცხულია. უხარისხო ტანსაცმელი არაერთი პრობლემის მიზეზი შეიძლება გახდეს, მათ შორისაა ალერგია, კანის გაღიზიანება.

mshoblebi
mshoblebi

ბრიტანული ბრენდის „მატალანი“, რომელიც მსოფლიოში ცნობილია მრავალფეროვანი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი საბავშვო კოლექციებით, გვირჩევს თუ რა საკითხებს უნდა მივაქციოთ ყურადღება ტანსაცმლის არჩევის დროს:

შემადგენლობა – ბავშვის ტანსაცმელი უნდა იყოს 100%–ით ბამბა. განსაკუთრებით ეს ახალშობილის ტანსაცმელს ეხება. ნაკერები – ტანსაცმელი უნდა იყოს აკურატულად შეკერილი, რომ ნაკერებმა და ძაფება ბავშვის ნაზი კანი არ გააღიზიანოს. უხეში დეტალები – უნდა მოერიდოთ ბავშვის ტანსაცმელს, რომელსაც პლასტმასის, მეტალის დეტალები აქვს. ღილები – ეცადეთ პატარას ტანსაცმელს არ ჰქონდეს მცირე ზომის ღილები და დააკვირდით რომ თითოეული ღილი ძალიან მყარად იყოს დამაგრებული სამოსზე. ვერასდროს გაიგებთ წინასწარ, რა აზრი შეიძლება მოუვიდეს თქვენს შვილს, როდესაც ის ტანსაცმელზე მიკერებულ ღილებს დაინახავს და განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ღილი მოძვრება. ზომა – ნუ ჩააცვამთ პატარა ზომის და მოტკეცილ ტანსაცმელს განსაკუთრებით ზაფხულში. მოტკეცილი ტანსაცმელი ხელს უშლის სისხლის სწორ მიმოქცვას და პატარასაც თავისუფალი მოძრაობის საშუალებას არ აძლევს.

mshoblebi
mshoblebi
როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებობს აზრი, რომ ხარისხიანი ტანსაცმელი საკმაოდ ძვირი ღირს ამავდროულად ბავშვს ძალიან ბევრი სჭირდება, განსაკუთრებით, ზაფხულის პერიოდში, როცა პატარები ძალიან აქტიურები არიან და ეზოსა და სკვერში თამაშის დროს უამრავ ტანსაცმელს აფუჭებენ. „მატალანი“ აქვე გთავაზობთ საბავშვო ტანსაცმელს საზაფხულო კოლექციიდან, რომელიც 50. 70 და 100 ლარიანი ბიუჯეტით შეგიძლიათ შეიძინოთ.
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi