ვინ არის გოგო, რომელიც სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ძმის კანონიერ შვილად ცნო - უცნობი ფაქტები ალექსანდრე ივანიშვილის ოჯახზე - მშობლები

ვინ არის გოგო, რომელიც სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ძმის კანონიერ შვილად ცნო - უცნობი ფაქტები ალექსანდრე ივანიშვილის ოჯახზე

2020-07-06 09:57:24+04:00

ქარ­თვე­ლი მი­ლი­არ­დე­ლი, ექ­სპრე­მი­ე­რი და პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­ჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჭორ­ვი­ლა­ში ხუთშ­ვი­ლი­ან ოჯახ­ში და­ი­ბა­და გა­ი­ზარ­და. წლე­ბის მან­ძილ­ზე ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად 2012 წელს იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, რომ ეს წრე გა­ერ­ღვია და მის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი მი­თე­ბის ფონ­ზე პო­ლი­ტი­კა­ში ეცა­და ბედი.
ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბი

ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მე­ცე­ნა­ტის შე­სა­ხებ მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერ­თა­დერ­თი ის იცო­და, რომ ხე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებს დახ­მა­რე­ბას წლე­ბის მან­ძილ­ზე ური­ცხავ­და და ასე­ვე საკ­მა­ოდ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლამ­დე ცოტა ხნით ადრე გა­იც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რე­პე­რი ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი და დღემ­დე, ის ერ­თა­დერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სია მი­ლი­არ­დე­ლის ოჯა­ხი­დან, ვისი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რია ცნო­ბი­ლი.

ივა­ნიშ­ვი­ლის კი­დევ სამი შვი­ლის შე­სა­ხებ კი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თით­ქმის არა­ფე­რი იცის, გარ­და იმი­სა რომ გვან­ცას უყ­ვარს ას­ტრო­ლო­გია, ცოტ­ნე კარ­გად ხა­ტავს და უტა ევ­რო­პა­ში ცხოვ­რობს.

ამ­ჯე­რად გა­დავ­წყვი­ტეთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძმის, ალე­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მო­გიყ­ვებთ.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რო­დე­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", რო­გორც პარ­ტია პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ზე იყო ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლი სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. ერთ დღეს ქარ­თულ მე­დი­ას, ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქალ­ბა­ტო­ნი მზია ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლი და­უ­კავ­შირ­და და ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ მას წლე­ბის წინ ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვი­ლის­გან გო­გო­ნა თე­ო­ნა შე­ე­ძი­ნა.

mshoblebi

ქა­ლის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ალექ­სიმ შვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ აღი­ა­რა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შუ­ა­მავ­ლო­ბით დედა-შვილს წლე­ბის მან­ძილ­ზე ფულს უხ­დი­და და თბი­ლის­ში ბი­ნაც უყი­და. ამის შემ­დეგ უკვე დედა თე­ო­ნას კა­ნო­ნი­ერ შვი­ლად ცნო­ბას და ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის გვარს ითხოვ­და.

სა­სა­მარ­თლო წლე­ბის მან­ძილ­ზე გაგ­რძელ­და და სა­ბო­ლო­ოდ 2020 წლის მარ­ტში თე­ო­ნა ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და, თუმ­ცა მიმ­დი­ნა­რე პან­დე­მი­ის ფონ­ზე, რო­გორც ჩანს მე­დი­ას ეს ამ­ბა­ვი გა­მორ­ჩა და არ გა­შუქ­და. 12 მარტს ქარ­თულ­მა სა­სა­მარ­თლომ დად­გე­ნი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა და თე­ო­ნა ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლი ალექ­სი ივა­ნი­შივ­ლის კა­ნო­ნი­ერ შვი­ლად ცნეს.
წაიკითხეთ სრულად და იხილეთ ფოტოები