"ყველაზე მაღალი ქულა აიღო და აღარ და­იშ­ვე­ბა გა­მოც­დებ­ზე" - ვინ არის აბიტურიენტი, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა - მშობლები

"ყველაზე მაღალი ქულა აიღო და აღარ და­იშ­ვე­ბა გა­მოც­დებ­ზე" - ვინ არის აბიტურიენტი, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა

2020-07-12 07:35:31+04:00

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბი­ტუ­რი­ენ­ტს, რო­მელ­მაც გა­მოც­და 7 ივ­ლისს ჩა­ა­ბა­რა, კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ აბი­ტუ­რი­ენ­ტთან ერთად აბარებდნენ გამოცდას, ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან. აღმოჩნდა, რომ ინფიცირებულ აბიტურიენტს დანარჩენ გამოცდებზე გასვლის საშუალებას აღარ მისცემენ, შესაბამისად ის უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების შანსს კარგავს.

რო­გორც გა­ირ­კვა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტი ანა ონი­ა­ნია, რო­მე­ლიც კონსერვატორიაში აბარებს. მის მხარ­და­სა­ჭე­რად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ერ­თი­ან­და, რათა ანა გა­მოც­დებ­ზე და­იშ­ვას.

"აბი­ტუ­რი­ენ­ტი, რო­მელ­საც კო­რო­ნა ვირუ­სი აღ­მო­აჩ­ნდა არის ჩემი ოჯა­ხის წევ­რი. სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ამ­თავ­რა. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვო­კა­ლის გან­ხრით აბა­რებს, სა­დაც ვო­კალ­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი-98 ქულა აიღო და ფაქ­ტი­უ­რად გა­ი­ნაღ­და უფა­სო ად­გი­ლი.

მხო­ლოდ მი­ნი­მა­ლუ­რის გა­და­ლახ­ვა დარ­ჩა სხვა გა­მოც­დებ­ზე. რო­გორც გვი­თხრეს, აღარ და­იშ­ვე­ბა გა­მოც­დებ­ზე და ფაქ­ტი­უ­რად ამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბას წყალ­ში უყ­რი­ან ბავ­შვს. ქარ­თუ­ლი ოპე­რის წამ­ყვა­ნი მომ­ღერ­ლე­ბი უკვე კარ­გად იც­ნო­ბენ ამ ბავ­შვს.

ვთხოვ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ გა­მო­ნა­ხოს რა­ი­მე მე­ქა­ნიზ­მი და ამ ბავ­შვს ამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბას ნუ და­უ­კარ­გა­ვენ. ყვე­ლას გთხოვთ გა­ა­ზი­ა­როთ, იქ­ნებ მი­ვი­ღოდ შე­დე­გი!" - წერს გო­გო­ნას ახ­ლო­ბე­ლი მი­ხე­ილ ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი. მის პოსტს, ასე­ვე მხარ­დამ­ჭე­რი ტექ­სტე­ბით უამ­რა­ვი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი აზი­ა­რებს,