"მთელ სამყაროში ყველაზე კარგი დედა ვერ გადავარჩინე“ - ნანუკა ჟორჟოლიანს დედა გარდაეცვალა - მშობლები

"მთელ სამყაროში ყველაზე კარგი დედა ვერ გადავარჩინე“ - ნანუკა ჟორჟოლიანს დედა გარდაეცვალა

2020-07-13 07:00:09+04:00

რამდენიმე კვირის წინ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემა ეთერში ვერ გავიდა, არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ აცნობა ამის შესახებ მაყურებელს. შემდეგ კი თავად ნანუკას ფეისბუქიდან გაირკვა, რომ დედა ჰყოლია ავად. 5 თვე იბრძოლა შვილმა დედის გადასარჩენად, მაგრამ ვერაგ დაავადებას ვერ აჯობა. დღეს თავად ნანუკამ აცნობა სამწუხარო ამბავი თავის მეგობრებს:

„ყველას ჰგონია, რომ დედა ყველაზე კარგი ჰყავს მთელ სამყაროში. ასე მგონია მეც. ჰოდა მთელ სამყაროში ყველაზე კარგი დედა ვერ გადავარჩინე. ვერ ვუშველე. 5 თვის წინ დაგვისვეს უმძიმესი დიაგნოგი. წავედით, წამოვედით. იტანჯა, იომა, ყველაფერი მოვასწარით ამ 5 თვეში. მე, დაობლებაც კი “.

თეკლა ჟვანია