"მო­საზ­რე­ბა, რომ ბავ­შვი კუ­რორტზე 21 დღე უნდა გყავ­დეთ, თორემ სარ­გე­ბელს ვერ მი­ი­ღებს, მი­თია და საბ­ჭო­თა დრო­ი­დან იღებს სა­თა­ვეს" - რას ურჩევს თემურ მიქელაძე მშობლებს - მშობლები

"მო­საზ­რე­ბა, რომ ბავ­შვი კუ­რორტზე 21 დღე უნდა გყავ­დეთ, თორემ სარ­გე­ბელს ვერ მი­ი­ღებს, მი­თია და საბ­ჭო­თა დრო­ი­დან იღებს სა­თა­ვეს" - რას ურჩევს თემურ მიქელაძე მშობლებს

2020-07-15 13:55:23+04:00
მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს ზაფხულში დასვენებასთან დაკავშირებულ არაერთ საკითხზე უწევთ გადაწყვეტილების მიღება. მშობლების ნაწილი ამ სეზონზე შესაფერისი კურორტის შერჩევით არის დაკავებული და ცდილობს, არჩევანი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით სუფთა ჰაერის სასარგებლოდ გააკეთოს. პედიატრების ნაწილი აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობისთვის პოპულარულ კურორტებზე დასვენება სულაც არ არის აუცილებელი და ორგანიზმისთვის სარგებლის მიღება შესაძლოა, ჩვეულებრივ სოფლებში უფრო მეტად ეფექტური იყოს. რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა დასასვენებელი ადგილის შერჩევისას, პედიატრი თემურ მიქელაძე საუბრობს "დღის თემაში".
მისი თქმით, მშობლებმა, რომლებსაც შესაძლებლობა არ აქვთ ბავშვები ძვირადღირებულ ადგილებში დაასვენონ, არ უნდა იდარდონ, რადგანაც მთავარი სუფთა ჰაერზე ყოფნაა და შეუძლიათ არჩევანი თავიანთ სოფლებზე შეაჩერონ.
უამრავ პაციენტს არ აქვს საშუალება პოპულარულ კურორტებზე წასასვლელად, რადგანაც საკმაოდ ძვირია.

ბახმარო, მთა-თუშეთი და სხვები უნიკალური კურორტებია, უბრალოდ იქ დასვენება ძვირია და შეჭირვებულმა მშობლებმა არ იდარდონ ამაზე და არ ჩათვალონ, რომ შვილს ყველაფერს ვერ უკეთებენ, შეუძლიათ ბავშვები გაიყვანონ თავიანთ სოფლებში“, - ამბობს პედიატრი.

მისივე თქმით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბავშვი კურორტზე 21 დღის განმავლობაში უნდა გყავდეთ და რომ სხვა შემთხვევაში, მოზარდი სარგებელს ვერ მიიღებს, მითია და საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს.

"21 დღე ბავშვის გაყვანა კურორტზე, ეს არის საბჭოთა გადმონაშთი, იყო 21 დღიანი ე.წ. პუტიოვკა, 21 დღიანი შვებულება, რომელიც განსაკუთრებით ჩრდილოეთიდან ჩამოსულ ადამიანებს ეძლეოდათ. დოგმა, რომ უნდა გაიყვანოთ აუცილებლად ერთი კვირა, 5 დღე, 9 დღე, არსად არ არის გაწერილი, ყოველ შემთხვევაში, მე არ შემხვედრია, რომ მაინცდამაინც დავუშვათ 21 დღე უნდა გავიყვანოთ. რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდხანს იქნება კურორტზე ბავშვი, მით უფრო სასარგებლოა“, - ამბობს თემურ მიქელაძე, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ მოზარდისთვის სასარგებლო იქნება თუნდაც შაბათ-კვირას ქალაქგარეთ წაყვანაც.