"ის წარჩინებული მოსწავლეა, დარჩა ერთი გამოცდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩააბარებს" - პრემიერი COVID-19-ით ინფიცირებულ აბიტურიენტზე - მშობლები

"ის წარჩინებული მოსწავლეა, დარჩა ერთი გამოცდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩააბარებს" - პრემიერი COVID-19-ით ინფიცირებულ აბიტურიენტზე

2020-07-16 08:27:03+04:00

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, „გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო თა­ვი­სი გა­მოც­დით მივა“ კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ აბი­ტუ­რი­ენ­ტთან იმის­თვის, რომ მან არ და­კარ­გოს ერთი წელი. ამის შე­სა­ხებ მან მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მოც­დე­ბი, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი და მათი მშობ­ლე­ბი საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლე­ბი არი­ან. ინ­ფექ­ცი­ის და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­მი­ნის­ტრო კომ­ფორ­ტულ პი­რო­ბებს უქ­მნის აბი­ტუ­რი­ენ­ტებს.

ჩვენ გვქონ­და ერთი შემ­თხვე­ვა, როცა ერთი აბი­ტუ­რი­ენ­ტი და­ინ­ფი­ცირ­და და დღეს ის მკურ­ნა­ლობს. რა თქმა უნდა, მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ჩვენ გა­ვერ­კვი­ეთ და ეს არის ერთ-ერთი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე, მას დარ­ჩა ერთი გა­მოც­და და ჩვენ საბ­ჭო­ზე მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ის ამ დარ­ჩე­ნილ ერთ გა­მოც­და­საც ჩა­ა­ბა­რებს, ოღონდ მკურ­ნა­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში.

ეს არის შე­თან­ხმე­ბუ­ლი რო­გორც ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­თან, ასე­ვე ექი­მებ­თან და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო თა­ვი­სი გა­მოც­დით მივა აბი­ტუ­რი­ენ­ტთან იმის­თვის, რომ მან არ და­კარ­გოს ერთი წელი და შე­ეძ­ლოს გა­აგ­რძე­ლოს სწავ­ლა, რო­გორც წარ­ჩი­ნე­ბულ­მა სტუ­დენ­ტმა" - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი აბი­ტუ­რი­ენტ ანნა ონი­ანს 7 ივ­ლისს და­უ­დას­ტურ­და. მის­თვის გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ითხოვ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც, რად­გან გო­გო­ნამ სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ამ­თავ­რა, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვო­კა­ლის გან­ხრით აბა­რებს, სა­დაც ვო­კალ­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი - 98 ქულა აიღო და გა­მოც­დე­ბის და­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის გა­რეთ რჩე­ბო­და.