"ნაკბენზე არ გამოიყენოთ დანა, რადგან გადაფხეკისას შესაძლოა, შხამის გავრცელებას შეუწყოთ ხელი" - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ყველაზე აქტუალურ თემებზე - მშობლები

"ნაკბენზე არ გამოიყენოთ დანა, რადგან გადაფხეკისას შესაძლოა, შხამის გავრცელებას შეუწყოთ ხელი" - ალერგოლოგ-იმუნოლოგი ყველაზე აქტუალურ თემებზე

2020-07-24 09:59:42+04:00

ალერგიული დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია მოსახლეობაში და სხვადასხვა ფორმით ვლინდება. იგი შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაემართოს. რა არის ალერგია, რა შემთხვევაში შეიძლება გართულდეს, როგორ უნდა მოვიქცეთ მწერების ნაკბენით გამოწვეული ალერგიის დროს და რა უნდა ჰქონდეს სამგზავრო აფთიაქში აუცილებლად ალერგიულ პაციენტს, თემაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის დამფუძვნებელი, "ჯანმრთელობის სახლის" ალერგოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ბაია ბეზარაშვილი გვესაუბრება:

- პირველ რიგში, განვმარტოთ, რა არის ალერგია. ალერგია არის ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა ამა თუ იმ ალერგენის ან ალერგენების ჯგუფის მიმართ, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობისთვის უვნებელია, მხოლოდ ალერგიული პაციენტებისთვის წარმოადგენს საფრთხეს.

ალერგია - ეს არის 21 საუკუნის დაავადება და ევროპის კლინიკური იმუნოლოგიისა და ალერგოლოგიის აკადემიის პროგნოზით, მომდევნო 10 წლის მანძილზე მოსახლეობის 50 % შესაძლოა სიცოცხლის მანძილზე ერთხელ მაინც დაუფიქსირდეს ესა თუ ის ალერგიული რეაქცია. მართალია, ალერგიული რეაქცია მრავალგვარია, თუმცა ყველაზე მეტად გავრცელებულია კვებითი ალერგია, რომელიც სრულიად სამყაროსთვის გლობალურ პრობლემას წარმოადგენს და აღენიშნება მსოფლიო მოსახლეობის 1/3 ნაწილს, ანუ 300 მილიონ ადამიანს. კვებითი ალერგია ძირითადად ბავშვთა ასაკში გვხვდება, 3 წლამდე ბავშვების 8 % მოიცავს, მოზრდილებში 2-3 %.

მიუხედავად იმისა, რომ კვებითი ალერგიის მიზეზი შესაძლებელია 200-მდე ნაირსახეობის საკვები იყოს, სტატისტიკური მონაცემებით ყველაზე ძლიერ კვებით ალერგენებად მიჩნეულია ძირითადი 8 კომპონენტი, ესენია :

ძროხის რძე, კვერცხი, სოიო, ხორბალი, ხილი, არაქისი, თევზი და ზღვის პროდუქტები. შემდეგ ჯგუფს მიეკუთვნება ბოსტნეული : ისპანახი, პომიდორი, ოხრახუში, ნიორი. ხილიდან : კენკროვანები, მარწყვი, ჟოლო, ატამი, გარგარი, ბალი, ციტრუსები და სხვა. ეს რაც შეეხება კვებით ალერგიას, მაგრამ ასევე მრავლადაა სხვა ტიპის ალერგოზები, მაგალითად პოლინოზი, ანუ "თივის ცხელება" აწუხებს მოსახლეობის 8-10 % -ს, მედიკამენტოზური ალერგია 2-3 % -ს , ანაფილაქსია 3 % -ს, ბრონქული ასთმა 3 % - ს და ა.შ.

- რა გარემოებები უწყობს ხელს ბავშვის ალერგიულობას, გენეტიკური თუ რომელიმე ვირუსს ან დაავადებას შეუძლია ბავშვი ალერგიული გახადოს?

- ალერგიულ რეაქციებს უდაოდ განაპირობებს მრავალი ფაქტორი, ისეთი, როგორიცაა კანშიდა და კანგარეთა ალერგენები, დაბინძურებული გარემო პირობები, სხვადასხვა საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, სათამაშოები, რომელთა წარმოებაში გამოყენებულია მავნე და ხშირად სიცოცხლისათვის საშიში საღებავები, კონსერვანტები და ემულგატორები და ა.შ.

ვირუსები, რომლებიც სულ ახალ-ახალი შტამებით ჩნდება ჩვენ გარშემო, სტრესული სიტუაციები და, რა თქმა უნდა, გენეტიკური განწყობა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ტიპის ალერგოზების განვითარებაში.

თუ ერთი მშობელი ალერგიულია, ალერგიის განვითარების რისკი ბავშვისთვის 20-40 % -ს წარმოადგენს, თუ ორივე მშობელი ალერგიულია ეს მაჩვენებელი 60-70 % -ს აღწევს, თუმცა ალერგიული რეაქციები შესაძლებელია განვითარდეს გენეტიკური განწყობის გარეშე, რაც განაპირობებს დაავადების გამოვლინების მზარდს ტენდენციას, ამასთანავე უნდა დავძინოთ, რომ ალერგიული მშობლების შვილი შესაძლოა ალერგიით არ დაავადდეს, თუმცა ეს რეაქცია გამოვლინდეს მომდევნო თაობებში.

- როგორ განვასხვავოთ ალერგია და საკვების აუტანლობა ?

- უნდა შევძლოთ და ერთმანეთისგან აუცილებლად განვასხვავოთ კვებითი ალერგია და საკვების აუტანლობა, ალერგია როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა ამა თუ იმ ნივთიერების მიმართ, ანუ ორგანიზმის იმუნური სისტმა ზედმეტად რეაგირებს თითქოს უწყინარი ნივთიერებების მიმართ. კვებითი ალერგიის დროს რეაქციას საკვების შემადგენელი ერთი ან რამდენიმე ცილა განაპირობებს. საკვების აუტანლობა არის ამა თუ იმ საკვები პროდუქტის შემადგენელი კომპონენტის მოუნელებლობა. ამ პროცესში შეცვლილი იმუნური მექანიზმი არ მონაწილეობს, მაგალითად : ლაქტოზის - ანუ რძის შაქრის აუტანლობა გამოწვეულია მისი გარდამქმნელი ფერმენტის ნაკლებობით და ადამიანი შეიძლება სრულებით არ იყოს ალერგიული რძის მიმართ.

ცელიაკია - გლიადინის ანუ მარცვლოვანი კულტურების შემადგენელი კომპონენტების აუტანლობა, რომლის დროსაც ადამიანს ფქვილისგან დამზადებული პროდუქტების (პურეული, მაკარონი, ვერმიშელი და ა.შ) მიღებისას აღენიშნება ავადმყოფობის სხვადასხვა სიმპტომები, მათ შორის ძლიერი ფაღარათი, საერთო სისუსტე და ა.შ.

- რა არის პოლინოზი და რამდენად არის გავრცელებული ?

- ალერგიულ დაავადებებს შორის სეზონურად პოლინოზი ყველაზე მეტადაა გავრცელებული. სტატისტიკური მონაცემებით ყოველ მესამე ადამიანს აღენიშნება, მიზეზად ბევრი ფაქტორი გვევლინება, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ალერგიის გამომწვევებისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ სეზონურ ყვავილობას, განსაკუთრებით გამწვავებები ფიქსირდება გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე. ამ დროს განსაკუთრებით ვრცელდება მცენარეული მტვერი, რომლის უმნიშვნელო ნაწილაკის მოხვედრასაც კი შეუძლია გამოავლინოს რეაქცია. პოლინოზის გამომწვევად შესაძლოა თაფლიც მოგვევლინოს, რადგან ისიც ხშირად ყვავილის მტვრის ნაწილაკებს შეიცავს. პოლინოზის სიმპტომებია-რინიტი ანუ სურდო: ცხვირის გაჭედვა, წყლიანი გამონადენი, ყნოსვის დაქვეითება, ცემინება ხშირად შეტევითი ხასიათის.

კონიუქტივიტი : ცრემლდენა, თვალების ქავილი და შეწითლება.

მძიმე შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს სუნთქვის გაძნელება, ხველა, ბრონქოსპაზმი.

პოლინოზი შესაძლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანს განუვითარდეს, თუმცა უხშირესად 8-დან 25-წლის ასაკში ვლინდება. პოლინოზისგან თავის დასაცავად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი რჩევები - მოვერიდოთ ყვავილის მტვერთან კონტაქტს, კარგად უნდა ვიცოდეთ ამა თუ იმ მცენარის ყვავილობის კალენდარი იმ რეგიონში, სადაც ვცხოვრობთ. ყვავილობის პერიოდში თავი უნდა ავარიდოთ გარეთ სიარულსა და მუშაობას, უკიდურეს შემთხვევაში თუ თავს ვერ ავარიდებთ სამუშაო უნდა შევასრულოთ სპეციალური ფილტრიანი ნიღბებით, გამოვიყენოთ დამცავი სათვალეები.

სახლში დაბრუნებისას მივიღოთ შხაპი რათა მოვახდინოთ მტვრის ნაწილაკების სწრაფი მოშორება.

ყვავილობის პერიოდში საცხოვრებელი ბინის ფანჯრები უმჯობესია დახურული გვქონდეს და ჰაერის გაწმენდა გაფილტვრადი კონდიცირებით განვახორციელოთ, აგრეთვე აუცილებელია ბინის და ავეჯის სველი წესით დამუშავება.

- ზაფხულში ხშირია მწერის ნაკბენზე ალერგია რას გვირჩევდით, როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?

- ალერგია მწერის ნაკბენზე ანუ - ინსექტური ალერგია ვითარდება ძირითადად ნესტრიან და მკბინავ მწერებზე. ნესტრიან მწერებს მიეკუთვნება: ფუტკარი, ბზიკი, ნესტრიანი ჭიანჭველა.

მკბინავი მწერებია : კოღო, რწყილი, ზოგიერთი ბუზის სახეობა.

მწერის ნაკბენზე რეაქცია ადგილობრივი ჰიპერემიით, შეშუპებით, ქავილით და ტკივილით ვლინდება, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ თუ ნაკბენის გარშემო რეაქცია 5-10 სმ-ზე მეტია პაციენტი უჩივის სუნთქვით გაძნელებას, სხვადასხვა ორგანოს შეშუპებას, ხმის ტემბრის შეცვლას, გონების დაბინდვას, დიარეას, გულისრევას და ღებინებას, ანუ საქმე გვაქვს ანაფილაქტოიდურ მდგომარეობასთან ანუ საკმაოდ ძლიერი ტიპის ალერგიულ რეაქციასთან და დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ.

პირველადი დახმარება შემდეგნაირია :

ამოვიღოთ ნესტარი წვრილთავიანი პინცეტით, არ უნდა გამოვიყენოთ დანა, რადგან გადაფხეკა არასწორია, ამ დროს შესაძლოა ინფექციის განვითარებასა და შხამის გავრცელებას შევუწყოთ ხელი. ნაკბენი მოვიბანოთ ანტიალერგიული საპნითა და წყლით. ნაკბენზე დავიდოთ ცივი საფენი, ყინულის კუბურა.

თუ შეშუპება და ტკივილი შემაწუხებელია წავისვათ ნაკბენსა და მის გარშემო ანტიალერგიული და ჰორმონშემცველი მალამო, მივიღოთ ანტიალერგიული საშუალება. იმ ადამიანებს ვისაც მწერის ნაკბენზე ალერგია აქვთ ადრენალინის აუტოინექტორი უნდა ჰქონდეთ, ეს საშუალება გამოიყენება თუ ანაფილაქტოიდურ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, ანუ ფიქსირდება გონების კარგვა, წნევის დავარდნა, სუნთქვის უკმარისობა და ა.შ.

როგორც ვიცით, კოღო აქტიურდება მზის ჩასვლიდან განთიადამდე, ვეცადოთ გამოვიყენოთ შედარებით დახურული სამოსი, დამცავი ბადეები, რეპილენტები - კოღოს დამაფრთხობელი საშუალებები და ტანზე წასასმელი საცხები. არ დავისხათ სუნამო, არომატული დეზოდორანტები, რადგან მწერები სუნს ეტანებიან. არ ვიაროთ ფეხშიშველებმა ან ღია ფეხსაცმლით.

- როცა ალერგიული პაციენტი დასასვენებლად უცხო გარემოში მიდის ამ დროს რა უნდა იყოს მის აფთიაქში აუცილებლად ?

- ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ოჯახის ბიუჯეტი და შევეცადოთ აფთიაქში ვიქონიოთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც ყველა ასაკის ოჯახის წევრისთვის აქტუალური იქნება, რა თქმა უნდა, პრეპარატები უნდა შევათანხმოთ ჩვენ ექიმთან, უნდა ვიქონიოთ სიცხის დამწევი, ანტიდიარეული, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ასევე ჰორმონის შემცველი ტაბლეტები, ამპულები და მალამო. ანტიალერგიული მალამო.

ამასთანავე, უნდა ვიქონიოთ სწრაფი ტიპის მოქმედების ანტიჰისტამინური საშუალება, როგორიცაა ფენკაროლი, რომელსაც გააჩნია სისტემური მოქმედება, როგორც ქავილის საწინააღმდეგოდ, ასევე ბრონქოსპაზმის მოსახსნელად, ფენკაროლის საშუალებით პაციენტს შეუძლია სწრაფად მოიხსნას ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი და ბრონქოსპაზმი. გარდა იმისა, რომ ფენკაროლი სასწრაფო დახმარებაა პაციენტებისთვის, ასევე უსაფრთხოების მაღალი პროფილითაც გამოირჩევა, ფენკაროლის რეკომენდირება იმითაცაა კარგი, რომ შესაძლებელია ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში გამოვიყენოთ, მოგეხსენებათ ალერგია ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, შესაბამისად სასურველია სამგზავრო აფთიაქში სასურველია ვიქონიოთ აპარატი, რომელიც ერთნაირად ეფექტურია სავშვებსა და მოზრდილებშიც.

mshoblebi

ფენკაროლის სწორად შერჩეული დოზირება აგვაცილებს ალერგიის სიმპტომების განვითარებას და ალერგია ვერ ჩაგვიშლის საზაფხულო გეგმებს.

R