გელა ბაბლუანი, ლევან გიგინეიშვილი, პაპუნა ტოლიაშვილი და სტუდენტები - "წიგნების თაროს“ პირველი ახალგაზრდული კონფერენცია წარმატებით დასრულდა - მშობლები

გელა ბაბლუანი, ლევან გიგინეიშვილი, პაპუნა ტოლიაშვილი და სტუდენტები - "წიგნების თაროს“ პირველი ახალგაზრდული კონფერენცია წარმატებით დასრულდა

2020-07-30 12:41:19+04:00

26 ივ­ლისს თე­ლავ­ში „წიგ­ნე­ბის თა­როს“ პირ­ვე­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია „სა­ო­ცა­რი ახა­ლი სამ­ყა­რო“ გა­ი­მარ­თა. თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე, მო­მავ­ლის ხედ­ვებ­სა და ტენ­დენ­ცი­ებ­ზე სტუ­დენ­ტებ­მა და ქვეყ­ნის გა­მორ­ჩე­ულ­მა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა ისა­უბ­რეს.

"წიგ­ნე­ბის თა­როს“ გუნ­დის­თვის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ისევ და ისევ ახალ­გაზ­რდებ­ში ცოდ­ნი­სა და გა­ნათ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა. ჩვენ არა­ერ­თხელ გვქო­ნია რე­გი­ო­ნებ­ში ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, თუმ­ცა კონ­ფე­რენ­ცი­ის ფორ­მა­ტი ჩვენ­თვის პირ­ვე­ლია, მაგ­რამ არა უკა­ნას­კნე­ლი, ვი­ნა­ი­დან სა­ოც­რად და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი მოჰ­ყვა ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­გორც მსმე­ნე­ლის, ისე მომხსე­ნებ­ლე­ბის მხრი­დან. ჩვენ ყო­ველ­თვის ვიზ­რუ­ნებთ, რომ შევ­ქმნათ სივ­რცე, სა­დაც ახალ­გაზ­რდე­ბი და უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შეძ­ლე­ბენ, გა­ა­ზი­ა­რონ თა­ვი­ან­თი გა­მოც­დი­ლე­ბა და ყვე­ლას­თვის სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბე­ბი.“ - ნინო კე­ლა­უ­რი­ძე, „წიგ­ნე­ბის თა­როს“ ხელ­მძღვა­ნე­ლი.

mshoblebi

კონ­ფე­რენ­ცია ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი „წიგ­ნე­ბის თა­როს“ თა­მა­შით და­ი­წყო. არ­სე­ბუ­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გამო ღო­ნის­ძი­ე­ბა და­ხუ­რუ­ლი იყო და ყვე­ლა წე­სის დაც­ვით გა­ი­მარ­თა. ამი­ტომ დამ­სწრე აუ­დი­ტო­რია, ძი­რი­თა­დად, კა­ხე­თის რე­გი­ო­ნი­დან და თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­სუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი იყ­ვნენ. ყვე­ლა გა­მოც­ნო­ბი­ლი შე­კი­თხვის­თვის და­სა­ჩუქ­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი თა­მა­შის შემ­დეგ თა­ვი­ან­თი თა­ნა­ტო­ლე­ბის მოხ­სე­ნე­ბე­ბის მო­სას­მე­ნად გა­ემ­ზად­ნენ.

თორ­ნი­კე კო­ბა­ლა­ძემ თე­მით - „რა­ტომ არ გვიხ­სნი­ან შეც­დო­მებს?“ ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს შეც­დო­მის აუხ­სნე­ლო­ბა პროგ­რე­სის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე.

შაკო ბრე­გა­ძე შე­ე­ცა­და, გა­ე­ცა პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე - „შეძ­ლე­ბენ თუ არა რო­ბო­ტე­ბი ლექ­სე­ბის წე­რას?“, ვი­ნა­ი­დან ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად სულ უფრო და უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა შე­კი­თხვა, შეძ­ლებს თუ არა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი იმის შექ­მნას, რისი გა­კე­თე­ბაც ჯერ-ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია.

mshoblebi

ანას­ტა­სია იო­სე­ბა­ძემ კი თა­ვის მოხ­სე­ნე­ბა­ში ისა­უბ­რა თე­მა­ზე „პროგ­რა­მის­ტი - თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ლო­სო­ფო­სი“. ერთი შე­ხედ­ვით, თით­ქოს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იყოს ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მი­რე­ბა და ფი­ლო­სო­ფია, თუმ­ცა ანას­ტა­სი­ამ აუ­დი­ტო­რი­ას პროგ­რა­მი­რე­ბის უახ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და პლა­ტო­ნის ფორ­მე­ბის თე­ო­რი­ის მჭიდ­რო კავ­ში­რი ნათ­ლად და­ა­ნა­ხა.

„წიგ­ნე­ბის თა­როს“ გუნ­დის წევ­რმა სტუ­დენ­ტებ­მა ამ აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­ზე სა­უბ­რით ყვე­ლას მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რეს და ახა­ლი ფიქ­რის სა­ბა­ბიც გა­ა­ჩი­ნეს. მათი მოხ­სე­ნე­ბე­ბის ნახ­ვა და მოს­მე­ნა „წიგ­ნე­ბის თა­როს“ ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით ეტა­პობ­რი­ვად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

„სტუ­დენ­ტე­ბი ფიქ­რო­ბენ“ – „წიგ­ნე­ბის თა­როს“ ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვაა. ზუს­ტად ამ ფორ­მატ­ში მო­ვის­მი­ნეთ სტუ­დენ­ტე­ბის მოხ­სე­ნე­ბე­ბი. ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად გვაქვს შე­ხე­ბა ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე ჭკვი­ან და გო­ნე­ბა­გახ­სნილ ახალ­გაზ­რდებ­თან და ზუს­ტად აქე­დან წა­მო­ვი­და იდე­აც. ისი­ნი ყვე­ლა­ზე კარ­გად ხვდე­ბი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებს და ტენ­დენ­ცი­ებს და ვფიქ­რობთ, ყვე­ლას უნდა ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, მო­ის­მი­ნოს მათი ხედ­ვე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ, მო­მა­ვა­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის გარ­და, „სტუ­დენ­ტე­ბი ფიქ­რო­ბენ“ იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­ში ახალ­გაზ­რდე­ბი ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ას მი­აწ­ვდე­ნენ თა­ვი­ანთ ხმას.“ - ალექ­სან­დრე ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, „წიგ­ნე­ბის თა­როს“ კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი.

სტუ­დენ­ტე­ბის მოხ­სე­ნე­ბე­ბის შემ­დეგ ახალ­გაზ­რდე­ბის წი­ნა­შე სა­კუ­თარ სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი წარ­დგნენ - ლე­ვან გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი ფი­ლო­სო­ფი­ი­სა და ფი­ლო­ლო­გი­ის დარ­გი­დან და პა­პუ­ნა ტო­ლი­აშ­ვი­ლი ბიზ­ნე­სის და მე­ნე­ჯმენ­ტის სფე­რო­დან.

mshoblebi

ლე­ვან გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი ახალ­გაზ­რდებს ფი­ლო­სო­ფი­ა­ზე, რო­გორც ადა­მი­ა­ნის გა­ნუ­ყო­ფელ ვნე­ბა­ზე, ესა­უბ­რა. პა­პუ­ნა ტო­ლი­აშ­ვილ­მა კი, რო­მე­ლიც „სი­ნერ­ჯი კა­პი­ტა­ლის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია, ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი კრი­ზი­სის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კრი­ზი­სი­დან გა­მოყ­ვა­ნის გზებ­ზე ჩა­ა­ტა­რა მას­ტერკლა­სი.

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სულ სხვა სფე­რო­ში ვარ, პა­პუ­ნა ტო­ლი­აშ­ვი­ლის გა­მოს­ვლის შემ­დეგ, იმ­დე­ნი პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბა შევ­ძე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მე­ნე­ჯმენ­ტსა და ჩემს სფე­როს შო­რის, რომ მისი რჩე­ვე­ბი ძა­ლი­ან სა­ჭი­რო და გა­მო­სა­დე­გი აღ­მოჩ­ნდა.

ვინ ვართ ჩვენ? რა­ტომ მოვ­დი­ვართ ამ სამ­ყა­რო­ში? რა არის ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა? ეს კი­თხვე­ბი ალ­ბათ ყვე­ლა ადა­მი­ანს გვა­წუ­ხებს, უფრო მძაფ­რად კი ახალ­გაზ­რდებს გვსურს მას­ზე პა­სუ­ხე­ბი. სწო­რედ ამ თე­მას ეხე­ბო­და ლე­ვან გი­გი­ნე­იშ­ვი­ლის ლექ­ცია, რო­მელ­მაც დაგ­ვა­ნა­ხა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ვი­პო­ვოთ ყო­ფი­ე­რე­ბის საზ­რი­სი ფი­ლო­სო­ფი­ის, ანუ შე­მეც­ნე­ბის გზით.

mshoblebi

კონ­ფე­რენ­ცი­ის ბოლო ნა­წი­ლი კი ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა გელა ბაბ­ლუ­ა­ნის­თვის კი­თხვე­ბი და­მეს­ვა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ზე და მის­გან ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო და ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბი მი­მე­ღო.“ - ნი­ნა­ნო გუ­გუ­ნა­ვა, მოს­წავ­ლე და კონ­ფე­რენ­ცი­ის მსმე­ნე­ლი.

ღო­ნის­ძი­ე­ბის კულ­მი­ნა­ცია - „წიგ­ნე­ბის თა­როს“ კონ­ფე­რენ­ცია ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ქარ­თველ რე­ჟი­სორ­თან, გელა ბაბ­ლუ­ან­თან, შეხ­ვედ­რით დას­რულ­და. რე­ჟი­სო­რი პირ­ვე­ლად შეხ­ვდა ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებს თა­ვი­სუ­ფა­ლი კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში. რო­გორც გელა ბაბ­ლუ­ა­ნი ამ­ბობს, შე­კი­თხვე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო.

mshoblebi

„ვფიქ­რობ, რომ არა მარ­ტო რე­ჟი­სუ­რის, არა­მედ ყვე­ლა სფე­როს მი­მართ აქვთ ამ ბავ­შვებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი და უნ­დათ, რომ ყვე­ლა პრო­ფე­სი­ის სპე­ცი­ფი­კა­ში კარ­გად გა­ერ­კვნენ. მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი თა­ო­ბაა, რო­მელ­საც საქ­მის და გა­ნათ­ლე­ბის მი­მართ პო­ზი­ტი­უ­რი მიდ­გო­მა აქვს, ამი­ტომ მგო­ნია, რომ ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი ექ­ნე­ბათ ცხოვ­რე­ბა­ში.“- გელა ბაბ­ლუ­ა­ნი, რე­ჟი­სო­რი.

ისე­ვე რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბის, ასე­ვე თი­თო­ე­უ­ლი მოხ­სე­ნებ­ლის გა­მოს­ვლე­ბის სრუ­ლი ვერ­სი­ე­ბი და­ი­დე­ბა „წიგ­ნე­ბის თა­როს“ ფე­ის­ბუქ გვერ­დზე ეტა­პობ­რი­ვად და ყვე­ლას შე­ეძ­ლე­ბა მო­ის­მი­ნოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო შე­მეც­ნე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის ეპი­ზო­დე­ბი.

mshoblebi

კონ­ფე­რენ­ცია „სა­ო­ცა­რი ახა­ლი სამ­ყა­რო“ სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბას მას­პინ­ძლობ­და „Holiday Inn Telavi”.

კომ­პა­ნია "წიგ­ნე­ბის თარო” ქარ­თუ­ლი ბრენ­დია, რო­მე­ლიც სა­ბავ­შვო და ახალ­გაზ­რდულ, შე­მეც­ნე­ბით-გა­სარ­თობ პრო­ექ­ტებს ახორ­ცი­ე­ლებს. ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ, რო­მე­ლიც 2016 წლი­დან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის პირ­ვე­ლი არ­ხის ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მა, კომ­პა­ნი­ის სა­ავ­ტო­რო პრო­ექ­ტია. 2020 წელს კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ წლის მთა­ვა­რი პრი­ზით, „წიგ­ნის ქო­მა­გი 2020“-ით და­ა­ჯილ­დო­ვა.