ვიტამინების ნაკლებობა საკმაოდ ბევრი სიმპტომით გამოიხატება ვიტამინების ნაკლებობა საკმაოდ ბევრი სიმპტომით გამოიხატება და ამიტომ მისი შემჩნევა ადვილია.
მაგალითავ C ვიტამინის ნაკლებობა მადისა და იმუნიტეტის დაქვეითებით ვლინდება, A ვიტამინის ნაკლებობა მხედველობისა და კანის პრობლემებს იწვევს; თუ ორგანიზმს B1 ვიტამინი აკლია, ბავშვი მომატებულ დაძაბულობას, შრომისუნარიანობის დაქვეითებასა და გაადღლილობას ავლენს. ბავშვს ერღვევა ძილი, იღვიძებენ დაღლილები, ეს კი სწავლაზეც ცუდად აისახება.
B6 ვიტამინის ნაკლებობას დაქვეითებული მადით, ანემიით და სიმაღლეში ჩამორჩენით შეამჩნევთ.
თუ ბავშვის ორგანიზმს D ვიტამინი აკლია, სახეზეა რაქიტი თავისი დეფორმირებული ძვლებით და გაძლიერებული ოფლიანობით.
როგორ შევარჩიოთ ვიტამინები
ვიტამინები, ისევე როგორც სხვა მედიკამენტები, ექიმმა უნდა შეარჩიოს. როგორ წესი, პედიატრები ვიტამინების კომპლექსს ანიჭებენ უპირატესობას, სადაც ბალანსირებული შემცველობაა მოცემული და სადღეღამისო ნორმაც დადგენილია. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობასაც ექიმი ადგენს.
როცა პრობლემა უფრო გამოკვეთილია, მაშინ ცალკეულ ვიტამენინებს ნიშნავენ. მაგალითად რაქიტის ან ანემიის მკურნალობის პარალელურად.