"მშობლები ღამენათევები იყვნენ და ეძინათ..." - მეზობლები ჰყვებიან, როგორ გადმოვარდა 1 წლის ბავშვი მე-14 სართულიდან - მშობლები

"მშობლები ღამენათევები იყვნენ და ეძინათ..." - მეზობლები ჰყვებიან, როგორ გადმოვარდა 1 წლის ბავშვი მე-14 სართულიდან

2020-08-09 14:05:40+04:00

ფო­ნი­ჭა­ლა­ში 1 წლის ბავ­შვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მე­თო­თხმე­ტე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­და. შემ­თხვე­ვა დღეს გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და. ბავ­შვი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

მე­ზობ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ შემ­თხვე­ვის დროს მშობ­ლე­ბი სახ­ლში იყ­ვნენ, თუმ­ცა ეძი­ნათ.

"მშობ­ლე­ბი ღა­მე­ნა­თე­ვე­ბი იყ­ვნენ... მუ­შა­ო­ბენ, მათ ვერ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებთ. ყუ­რა­დღე­ბა არ მოკ­ლე­ბია, უბ­რა­ლოდ ასე მოხ­და, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა იყო. ორი დღე­ში ერთი წლის ხდე­ბო­და.

წაყ­ვა­ნი­ლი ჰყავთ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე. ჯერ სხვა არა­ფე­რი არ ვი­ცით, ვე­ლო­დე­ბით, რომ დაგ­ვირ­ე­კონ და მო­იყ­ვა­ნონ ბავ­შვი", - გა­ნა­ცხა­დეს მე­ზობ­ლებ­მა "პა­ლიტ­რა­ვი­დე­ოს­თან" სა­უბ­რი­სას.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს. იხილეთ ვიდეო