ბავშვებს უხარისხო ფეხსაცმლის ტარებაც უწევთ. აი, ამ დროს იჩენს ხოლმე თავს ძალიან უსიამოვნო პრობლემა ბავშვს ფეხი ძალიან სწრაფად ეზრდება, ამიტომ მშობელს მალ-მალე უწევს ახალი ფეხსაცმლის ყიდვა. სამწუხაროდ, ოჯახი ყოველთვის ვერ ახერხებს, რომ პატარას ასე ხშირად უცვალოს რამდენიმე წყვილი ხარისხიანი ფეხსაცმელი, ამიტომ ბავშვებს უხარისხო ფეხსაცმლის ტარებაც უწევთ. აი, ამ დროს იჩენს ხოლმე თავს ძალიან უსიამოვნო პრობლემა - ფეხის ოფლიანობა და სუნიც. ეს პრობლემა, როგორც წესი, უხარისხო ბოტასების ტარებით ჩნდება და მშობლებისთვის საკმაოდ ნაცნობია.
ფეხსაცმლის სუნისგან გათავისუფლება რამდენიმე გზით შეიძლება. პირველი: ჩააწვეთეთ წყალბადის ზეჟანგი. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს ხსნარი შიგთავსს ფერს შეუცვლის და ლაქად დააჩნდება. ასე რომ, ყველა ფეხსაცმლისთვის ეს მეთოდი შეიძლება არ გამოდგეს. წყალბადის ზეჟანგი განსაკუთრებით ეფექტურია სპორტული ფეხსაცმლისთვის - კედებისთვის, "ბუცებისა" და ბოტასებისთვის. უფრო ძვირად ღირებული ფეხსაცმელი სხვანაირად უნდა დაამუშაოთ.
ერთ-ერთი ვარიანტია აივანზე დატოვება - განიავება გარკვეულ ეფექტს იძლევა. თუ საქმე უფრო რთულადაა, სუნისგან გათავისუფლების უებარი მეთოდიც არსებობს - გაყინვა. მოათავსეთ ფეხსაცმელი 6 საათის განმავლობაში საყინულეში და პრობლემაც მოგვარდება.
კიდევ ერთი საშუალება: ჩაყარეთ შიგნით საჭმელი სოდა. რამდენიმე საათის შემდეგ გადმოფერთხეთ და ნარჩენები მტვერსასრუტით ამოწმინდეთ.
ასევე შეგიძლიათ სილიკოგელის ბურთულებიც გამოიყენოთ, თუმცა მათი ყოველდღიურად შეცვლა მოგიწევთ.