მას შემდეგ, რაც ჯანეტ ქერდიყოშვილმა და ნოე სულაბერიძემ ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს, მათ მიმართ მუდმივად დიდი ინტერესია.
წყვილს ქალიშვილი ანნა შეეძინა, რომელიც თითქმიც 6 თვისაა და დღეს მონათლეს. აქამდე პატარას სახე არც გამოუჩენიათ, ნათლობას ელოდნენ და სავარაუდოდ, მალე ანნას ოფიციალურ ფოტოებსაც ვიხილავთ.
დღეს ანნას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეს - გოგონა გაქრისტიანდა, ნათლობა ამ წუთებში პომპეზურად მიმდინარეობს.
რასაკვირველია, ამ ღირსშესანიშნავ დღეს ნოეს და ჯანეტის გვერდით მათი ცნობილი, თუ საზოგადოებისთვის უცნობი მეგობრები ეწსრებიან. ასევე ესწრებიან ნოეს შვილები უწინდელი ქორწინებებიდან - ქალ-ვაჟი.
სხვათა შორის, ანნას ერთ-ერთი ნათლია ირაკლი მაქაცარიაა.
წვეულება მცხეთაში შედგა და ცოლ-ქმრის ნათესავებთან ერთად ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა. მღეროდნენ ანრი ჯოხაძე, დათუნა მგელაძე, ნინი ბადურაშვილი. ამ უკანასკნელმა ცეცხლოვანი ცეკვაც კი შეასრულა წვეულების ერთ-ერთ სტუმართან ერთად.
თეკლა ჟვანია