"უკვე გარდაცვლილი იყო, უბრალოდ, აპარატზე ჰყავდათ შეერთებული და ბიუჯეტიდან თანხის ამოწურვას ელოდნენ" - დედა 26 წლის ქალიშვილის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებს - მშობლები

"უკვე გარდაცვლილი იყო, უბრალოდ, აპარატზე ჰყავდათ შეერთებული და ბიუჯეტიდან თანხის ამოწურვას ელოდნენ" - დედა 26 წლის ქალიშვილის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებს

2020-09-10 06:37:05+04:00

26 წლის ეთერ მე­ტი­ვიშ­ვი­ლი თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 26 ივ­ნისს გარ­და­იც­ვა­ლა. მას შემ­დეგ ოჯა­ხი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მებს ადა­ნა­შა­უ­ლებს და მათ დას­ჯას ითხოვს. ოჯახ­მა სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ასე­ვე იჩივ­ლა რე­გუ­ლი­რე­ბის სამ­სა­ხურ­ში და მი­ზე­ზე­ბის გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს. მათი მტკი­ცე­ბით, თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ახალ­გაზ­რდა ქალს ნაღ­ვლის ოპე­რა­ცია დარ­ღვე­ვე­ბით ჩა­უ­ტარ­და, ექი­მე­ბის დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მის გამო სეფ­სი­სი გან­ვი­თარ­და, მდგო­მა­რე­ო­ბა მე­ო­რე დღეს­ვე დამ­ძიმ­და.

ახალ­გაზ­რდა ქალი კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე დღე­ში ებ­რძო­და სიკ­ვდილს. ოჯა­ხი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ექი­მე­ბის გულ­გრი­ლო­ბას და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს შე­ე­წი­რა მათი შვი­ლის სი­ცო­ცხლე და სას­წრა­ფოდ ამ ექი­მე­ბის­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას ითხოვს.

გი­უ­ლი შა­ტა­კიშ­ვი­ლი, გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დედა:

- 18 ივ­ნისს ჩემი შვი­ლი ცუ­დად გახ­და და კენ­ჭის შე­ტე­ვით გო­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სას­წრა­ფო­თი მი­ვიყ­ვა­ნეთ, თუმ­ცა იქი­დან თბი­ლის­ში გა­მოგ­ვიშ­ვეს, რად­გან კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო კლი­ნი­კა და­კე­ტი­ლი იყო. გვი­თხრეს, რომ იქ ვერ გა­ა­კე­თებ­დნენ ოპე­რა­ცი­ას. სა­დი­ნარ­ში კენ­ჭი ჩა­ჭე­დი­ლი ჰქონ­და, ასე­ვე ნაღ­ვე­ლი იყო ამო­სა­ღე­ბი. სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და. გორ­ში ექიმ­მა მირ­ჩია თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ექიმ გი­ორ­გი ბო­ჭო­რიშ­ვილ­თან მივ­სუ­ლი­ყა­ვით, მისი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რიც მოგ­ვცა და ჩვე­ნი მან­ქა­ნით წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ სას­წრა­ფოდ თბი­ლის­ში.

გზა­შიც გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და. გზი­დან ექიმ ბო­ჭო­რიშ­ვილს და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა, მი­თხრა, კლი­ნი­კა­ში მო­რი­გე ექი­მი დაგ­ხვდე­ბათ და მეც მალე მო­ვა­ლო. მარ­თლაც რომ მი­ვე­დით, თვი­თო­ნაც მალე მო­ვი­და, გა­სინ­ჯეს ჩემი შვი­ლი, ექოს­კო­პი­აც გა­უ­კე­თეს და სას­წრა­ფოდ სა­ო­პე­რა­ცი­ოდ შე­იყ­ვა­ნეს.

ოპე­რა­ცია დას­რულ­და და გვით­რეს ნარ­კო­ზი­დან გა­მო­ვი­დაო, მაგ­რამ ნახ­ვის უფ­ლე­ბას არა­ვის გვაძ­ლევ­დნენ კა­რან­ტი­ნის გამო. თბი­ლის­ში და­სარ­ჩე­ნი არ გვქონ­და და გვი­ან ღა­მით გორ­ში დავ­ბრუნ­დით. ხუთ­შა­ბათს გა­უ­კეთ­და ოპე­რა­ცია ჩემს შვილს და ექიმ­მა გვი­თხრა, შა­ბათს გავ­წერთ კლი­ნი­კი­და­ნო. თან­ხა გვქონ­და გა­და­სახ­დე­ლი, ექიმ­მა პა­რას­კევს დაგ­ვი­რე­კა, თან­ხა ჩა­მო­ი­ტა­ნე­თო. ჩემს შვილს ოპე­რა­ცი­ის მერე "სკა­ი­პით" ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დი, მე­ო­რე დღეს, პა­რას­კევს ფეხ­ზე წა­მო­ა­ყე­ნეს და ოთახ­ში გა­ა­ტა­რეს, მაგ­რამ ჩემი შვი­ლი მე­უბ­ნე­ბო­და სი­ცხე­ე­ბი მაქვს და ტკი­ვი­ლე­ბიო, მე­გო­ნა, ეს ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი ტკი­ვი­ლე­ბი იყო. ექი­მებ­საც ეუბ­ნე­ბო­და იგი­ვეს, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა არა­ვინ მი­აქ­ცია. პა­რას­კევს დამ­ძიმ­და მდგო­მა­რე­ო­ბა, მი­თხრა, - დედა, ცუ­დად ვარ, ლა­პა­რა­კის თა­ვიც არ მაქ­ვსო. შა­ბა­თი რომ გა­თენ­და, მა­შინ­ვე და­ვუ­რე­კე, - არ ჩა­მოხ­ვი­დეთ, არ მწე­რენ კლი­ნი­კი­და­ნო, ცოტა ხან­ში ისევ და­მი­რე­კა, სას­წრა­ფოდ ჩა­მო­დი­თო. ჩა­მო­ვე­დით და კლი­ნი­კი­დან გა­წე­რის ნაც­ვლად, ჩემი შვი­ლი ხე­ლახ­ლა შე­იყ­ვა­ნეს ოპე­რა­ცი­ა­ზე, გვი­თხრეს, ახა­ლი დრე­ნა­ჟი უნდა ჩა­ვა­ყე­ნო­თო. მა­შინ არ ვი­ცო­დი ჯერ სეფ­სი­სი თუ ჰქონ­და და­წყე­ბუ­ლი და მისი ორ­გა­ნიზ­მი მო­წამ­ლუ­ლი იყო. ძლივს მე­ლა­პა­რა­კა რამ­დე­ნი­მე წუ­თით, ვიდ­რე გო­ნე­ბა­ზე იყო. 5-ის ნა­ხე­ვარ­ზე შე­იყ­ვა­ნეს ოპე­რა­ცი­ა­ზე, 4 სა­ა­თი არა­ფე­რი ვი­ცო­დით. სამი ექი­მი იყო ჩარ­თუ­ლი: გი­ორ­გი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, თა­მარ გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და ლა­პა­რას­კო­პის­ტი გი­ორ­გი სი­ჭი­ნა­ვა.

პა­სუხს არა­ვინ გვაძ­ლევ­და, ბო­ლოს გვი­თხრეს, სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან მძი­მეა, მაგ­რამ სტა­ბი­ლუ­რიო, სეფ­სი­სია წა­სუ­ლი და ოპე­რა­ცი­ის დროს გუ­ლიც კი გა­უ­ჩერ­და და ავუ­მუ­შა­ვე­თო. თვა­ლი გა­ა­ხი­ლა ნარ­კო­ზის მერე მეთ­ქი? - მი­პა­სუ­ხეს, კი, მაგ­რამ ხე­ლოვ­ნუ­რად და­ვა­ძი­ნეთ, კო­მა­ში შე­ვიყ­ვა­ნე­თო. ისევ არ გვიშ­ვებ­დნენ მის სა­ნა­ხა­ვად კა­რან­ტი­ნის გამო, შევ­თა­ვა­ზეთ სხვა კლი­ნი­კი­და­ნაც მო­ვიყ­ვან­დით ექიმს, ან სხვა კლი­ნი­კა­ში გა­და­ვიყ­ვან­დით, ან სად­მე სა­ზღვარ­გა­რე­თაც წა­ვიყ­ვან­დით, მაგ­რამ გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ სი­ცო­ცხლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ბა­ლია, ყვე­ლა­ფერს ვუ­კე­თებთ და ამ ეტაპ­ზე არა­ვინ არ არის სა­ჭი­როო. ვერ მო­ვის­ვე­ნეთ და მე­ო­რე დღეს მა­ინც მო­ვიწ­ვი­ეთ სხვა ექი­მე­ბი, რა­დი­ო­ლო­გიც მო­ვიყ­ვა­ნეთ და მან გვი­თხრა, ძა­ლი­ან რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა­აო. ისე­თი გულ­გრი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მსგავ­სი არ­სად მი­ნა­ხავს, პა­სუხ­საც კი არ გვაძ­ლევ­დნენ ნორ­მა­ლუ­რად, მათი გულ­გრი­ლო­ბის გამო პატ­რუ­ლიც კი გა­მო­ვი­ძა­ხეთ.

ვი­თხოვ­დით სუ­რა­თე­ბი მა­ინც გა­და­ე­ღოთ, რომ გვე­ნა­ხა რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ჩვე­ნი 26 წლის გოგო. დიდი ბრძო­ლის მერე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში შე­მიყ­ვა­ნეს, უკვე სი­ლურ­ჯე­ე­ბი ჰქონ­და და­წყე­ბუ­ლი ჩემს შვილს. თა­მარ გო­გი­ჩა­იშ­ვილს ვკი­თხე სი­ლურ­ჯე­ე­ბი რა­ტომ აქვს-მეთ­ქი, ჟანგბა­დის ნაკ­ლე­ბო­ბაა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე­თო. სა­ში­ნე­ლე­ბა ვნა­ხე, შავი იყო ბავ­შვის კი­დუ­რე­ბი, მტევ­ნე­ბი, თი­თე­ბი. სი­ლურ­ჯე­ე­ბი ჰქონ­და მთელ ტან­ზე და წყლუ­ლე­ბი რომ და­ვი­ნა­ხე, ვკი­თხე ეს რა­ტომ აქვს-მეთ­ქი, სი­ცხის გამო ცივ ყი­ნუ­ლებს ვა­დებ­დი­თო, ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხავ პა­სუ­ხებს მაძ­ლევ­დნენ, ხან ამ­ბობ­დნენ ფე­ხებს ვუთ­ბობ­დი­თო. ფაქ­ტობ­რი­ვად, მკვდა­რი ეს­ვე­ნა ჩემი შვი­ლი. დიდი ხანი ვი­ყა­ვი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, ვტი­რო­დი და ჩემს შვილს ვე­ფე­რე­ბო­დი. ფე­ხე­ბი გა­ცი­ე­ბუ­ლი ჰქონ­და. არ მინ­დო­და და­მე­ჯე­რე­ბი­ნა, რომ შვი­ლი აღარ მყავ­და. მერე ჩემი მე­უღ­ლე და სი­ძეც ავიდ­ნენ, და­შო­კი­ლე­ბი გა­ვიდ­ნენ გა­რეთ. უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო, უჯრე­დე­ბი მკვდა­რი ჰქონ­და, მაგ­რამ უბ­რა­ლოდ აპა­რატ­ზე ჰყავ­დათ შე­ერ­თე­ბუ­ლი და ბი­უ­ჯე­ტი­დან თან­ხის ამო­წურ­ვას ელოდ­ნენ, რო­გორც კი ლი­მი­ტი ამო­ი­წუ­რა, მი­თხრეს, რომ შვი­ლი აღარ მყავ­და.

გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი დედა ვარ, მას მერე ვი­თხოვ სა­მარ­თალს და დღემ­დე არ მაქვს პა­სუ­ხი, რა­ტომ მო­მიკ­ლეს შვი­ლი. უდა­ვოა, კენ­ჭი რომ ამო­უ­ღეს სა­დი­ნა­რი­დან ჩა­ვიდ­ნენ იქ ლა­პა­რას­კო­პი­ის აპა­რა­ტით და ამ დროს ეტყო­ბა ჩა­ეჭ­რათ სა­დი­ნა­რი, და­უშ­ვეს შეც­დო­მა, ეს გა­მო­ე­პა­რათ, არ მი­აქ­ცი­ეს ყუ­რა­დღე­ბა და პე­რი­ტო­ნი­ტი გან­ვი­თარ­და, იდი­ნა სის­ხლმა მთელ ორ­გა­ნიზ­მში და ჩემი შვი­ლი მო­ი­წამ­ლა ექი­მე­ბის და­უ­დევ­რო­ბით. განაგრძეთ კითხვა