"მარტში დავინფიცირდი და 6 თვის შემდეგ თავს კვლავ ცუდად ვგრძნობ" - ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, პოსტ-კოვიდ სიმპტომებს აღწერენ - მშობლები

"მარტში დავინფიცირდი და 6 თვის შემდეგ თავს კვლავ ცუდად ვგრძნობ" - ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, პოსტ-კოვიდ სიმპტომებს აღწერენ

2020-09-15 10:44:18+04:00

მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ახერ­ხებს. მეც­ნი­ე­რე­ბი კვლავ სწავ­ლო­ბენ COVID-19-ის ბუ­ნე­ბას და ვირუ­სის ბო­ლომ­დე შე­საც­ნო­ბად ჯერ კი­დევ არა­ერ­თი კვლე­ვაა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. და­ნამ­დვი­ლე­ბით მხო­ლოდ ის ვი­ცით, რომ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად მკვეთ­რად იმა­ტებს.

სხვა­დას­ხვა კვლე­ვე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­წილს ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, პოსტ-კო­ვიდ სიმპტო­მე­ბი აქვთ და ისი­ნი ძველ ცხოვ­რე­ბას ვერ უბ­რუნ­დე­ბი­ან.

ძი­რი­თა­დი პოსტ-კო­ვიდ სიმპტო­მე­ბი, რომ­ლებ­საც ვირუს­გა­და­ტა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­წე­რენ:

ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა; პულ­სის აჩ­ქა­რე­ბა; სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა; სა­ერ­თო სი­სუს­ტე; თა­ვის ტკი­ვი­ლი; ხე­ლე­ბი­სა და ფე­ხე­ბის და­ბუ­ჟე­ბა ვნა­ხოთ, რას ჰყვე­ბი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც COVID-19 და­ა­მარ­ცხეს:

182 დღეა მას შემ­დეგ, რაც 27 წლის ბრი­ტა­ნე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი, ჩარ­ლი რა­სე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­და და ამ­ბობს, რომ გა­მო­ჯანმთე­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის ვერ ცხოვ­რობს ისე, რო­გორც მისი ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი.

ის ვე­ღარ დარ­ბის კვი­რა­ში სამ­ჯერ 5 კმ-ს, რო­გორც ამას და­ინ­ფი­ცი­რე­ბამ­დე აკე­თებ­და, არ და­დის გა­სარ­თო­ბად, არ მუ­შა­ობს და ამ­ბობს, რომ არ არის უკე­თე­სად.

“რომ მცოდ­ნო­და ასე ცუ­დად ვიქ­ნე­ბო­დი, ყო­ვე­ლი­ვეს უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ვუდ­გე­ბო­დი, მაგ­რამ მა­შინ გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ თუ ახალ­გაზ­რდა ხართ და და­ინ­ფი­ცირ­დე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ერ­თოდ არ გექ­ნე­ბათ არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი, ან ორი კვი­რით იქ­ნე­ბით ავად და მხო­ლოდ ეს იქ­ნე­ბო­და“, - ამ­ბობს რა­სე­ლი "გარ­დი­ან­თან“. განაგრძეთ კითხვა