"ამდენ ტანჯვას უძლებს... მეუღლე გვერდიდან არ შორდება" - რა მდგო მარეობაშია ზურა დოიჯაშვილი, რომელიც 5 თვეა ისრაელის კლინიკაში წევს - მშობლები

"ამდენ ტანჯვას უძლებს... მეუღლე გვერდიდან არ შორდება" - რა მდგო მარეობაშია ზურა დოიჯაშვილი, რომელიც 5 თვეა ისრაელის კლინიკაში წევს

2020-09-20 08:54:44+04:00

მომ­ღე­რა­ლი და მუ­სი­კო­სი ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი ის­რა­ელ­ში, კერ­ძოდ, თე­ლა­ვი­ვის კლი­ნი­კა­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წევს. რო­გორც მისი მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია - მე­ხუ­თე თვეა, აპა­რატ­ზეა მი­ერ­თე­ბუ­ლი.

AMBEBI.GE-ს ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი, მუ­სი­კო­სი ნუგ­ზარ კვა­შა­ლი ესა­უბ­რა:

"მად­ლო­ბა, რომ ამ უნი­ჭი­ე­რე­სი მომ­ღერ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბით, რო­მე­ლიც ახლა სხვა ქვე­ყა­ნა­შია... არ მახ­სოვს ქარ­თვე­ლი, აქე­დან წას­ვლის შემ­დეგ, უცხო ქვე­ყა­ნა­ში კარ­გად ყო­ფი­ლი­ყოს. ზუ­რა­საც იგი­ვე და­ე­მარ­თა. კი გა­ექ­ცა ყო­ფით პრობ­ლე­მებს, მაგ­რამ მიხ­ვდა, რომ მძი­მე ნა­ბი­ჯი გა­დად­გა. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად სიკ­ვდილ­თან ზავს დე­ბენ, რად­გა­ნაც სამ­შობ­ლოს შორ­დე­ბი­ან... ზუ­რა­ზეც ამან იმოქ­მე­და, რაც მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მკვეთ­რად აი­სა­ხა.

მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე თქვენ­თან 3 თვის წი­ნაც ვი­სა­უბ­რე, მაგ­რამ მას მერე გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია მდგო­მა­რე­ო­ბა, ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და. წაიკითხეთ სრულად