ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც პური არ უყვარს. თუმცა კიდევ უფრო ძალიან პური პატარებს უყვართ. მათ შეუძლიათ, მთელი დღის განმავლობაში პური ხელში ეჭიროთ და ჭამონ ისე, თითქოს ეს გემრიელი დესერტი იყოს. სწორედ ამიტომ მშობლებისთვის ძალიან აქტუალურია კითხვა, შეიძლება თუ არა ბავშვებისთვის პური, რა ასაკიდან და საერთოდ, რა სასარგებლო თვისებები აქვს მას.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიაციის მიერ მოწოდებული ბავშვთა კვების პირამიდის მიხედვით ბავშვთა კვებაში მთავარი ადგილი უკავია მარცვლეულს, პურს, ორცხობილას. სწორედ ეს პროდუქტები წარმოადგენს ენერგიის წყაროს. თუმცა ბავშვისთვის პურის მიცემა ასეთი მარტივი საკითხიც არაა, რადგან მასაც ისევე დიდი ყურადღებით სჭირდება შერჩევა, როგორც ბავშვთა კვების სხვა ნებისმიერ პროდუქტს.
B ჯგუფის ვიტამინების წყალობით, პური ნერვული სისტემის რეგულაციას ახდენს და უზრუნველყოფს სტრესისგან დაცვას. გარდა ამისა ის ხელს უწყობს თმის, კანის, ფრჩხილების სიჯანსაღეს. ხორბლის პურში შემავალი ცილები დიდი რაოდენობით შეიცავს გლუტამინის მჟავას, რომელიც აუცილებელია სწავლის უნარისა და მეხსიერების განვითარებისთვის.
პურს საჭმლის მომნელებელი წვენის გამომუშავების სტიმულირებაც შეუძლია, რაც ხელს უწყობს მონელების და შეთვისების პროცესების გააქტიურებას.
პურს, რომელსაც ბავშვს შესთავაზებთ, არ უნდა ჰქონდეს შენახვის დიდი ვადა. პროდუქტი, რომელსაც დიდი ხნის შენახვის ვადა აქვს, ქიმიურ დანამატებს შეიცავს. აუცილებლად შეიძინეთ შეფუთული პური და კარგად გაეცანით მის ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციას. მაგალითად, პურ „მზეთამზეს“ ეტიკეტზე ვკითხულობთ, რომ მის შემადგენლობაში შედის მხოლოდ 100%-ით ნატუალური ხორბალი, მარილი, წყალი და ბუნებრივი საფუარი ე.წ. პურის დედა. ამ მეთოდით დამზადებული პური არ არის ზედმეტად აფუებული და ბავშვის, ისევე როგორც ზრდასრულის, კუჭ-ნაწლავისთვის მარტივი მოსანელებელია. „მზეთამზე“ ყველა სხვა პურისგან იმით გამოირჩევა, რომ ის მასიური წარმოების ერთადერთი პურია, რომელიც პურის დედაზე მზადდება. ეს ბუნებრივი საფუარი არის ბაქტერია, რომელიც ფქვილის და წყლის შერევით და გარკვეული მოვლის წესით წარმოიქმნება და მასში ჭარბად გვხვდება ვიტამინები. სწორედ ეს აქცევს პურს სასარგებლო პროდუქტად, რომელზეც ბევრს საუბრობენ. არასწორი დამზადების შემთხვევაში კი პური იმ სასარგებლო თვისებების ნახევარსაც არ შეიცავს, რასაც უნდა შეიცავდეს.
იდეალურია, თუ პურს მისცემთ საუზმეზე ან დღის პირველ ნახევარში.
ბევრი და არასწორად შერჩეული პურის მიცემით ხელს შეუწყობთ ბავშვის წონაში მატებას და ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, რაც საბოლოოდ თავს ზრდასრულ ასაკში იჩენს.