საბავშვო მოთხრობების კონკურსი 8-14 წლის ბავშვებისთვის - მშობლები

საბავშვო მოთხრობების კონკურსი 8-14 წლის ბავშვებისთვის

2020-09-29 09:27:09+04:00

გამომცემლობა „პალიტრა L“ ეხმაურება თანამედროვე გამოწვევებს და აცხადებს კონკურსს "ეს უცნაური 2020". 8-14 წლის ბავშვებს შეუძლიათ, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში და გამოგზავნონ ნამუშევრები, მათი თვალით დანახული 2020 წლის შესახებ. მონაწილეთა მოთხრობები გამოქვეყნდება ვებგვერდზე mshoblebi.ge

კონკურსის პირობები:

კონკურსზე ნამუშევრები მიიღება 28 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით, ჩვენი გვერდის პირად შეტყობინებებში; ნამუშევარი უნდა მოიცავდეს მაქსიმუმ 400 სიტყვას; უნდა გამოგზავნოთ Word Document-ით, 12-იანი შრიფტი; ფაილთან ერთად, უნდა გამოგზავნოთ ბავშვის ფოტო (JPG ფორმატში, ჰორიზონტალური), სახელი, გვარი და ასაკი.
კონკურსის ფარგლებში, გამოვლინდება სამი გამარჯვებული.
საბავშვო მწერლები: ნათია ჯანაშია, ლელა ცუცქირიძე, ვასო გულეური და mshoblebi.ge-სა და ჟურნალ "საბავშვო კარუსელის" მთავარი რედაქტორი შორენა ბურდილაძე დაასახელებენ ორ გამარჯვებულს, ერთი გამარჯვებული კი ჩვენს გვერდზე მოწონებების მიხედვით დაჯილდოვდება.

ბავშვები დასაჩუქრდებიან გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ წიგნებითა და მათი ნამუშევრები დაიბეჭდება ჟურნალ "საბავშვო კარუსელში".
ნამუშევრები შეგიძლიათ გაგზავნოთ ამ ბმულზე არსებული გვერდის პირადი შეტყობინების ველში