"ამდენ ხანს ხმას არ ვიღებდი ამ თემაზე და ახლა ძალიან გაბრაზებული ვარ..." - თიკა მახალდიანი - მშობლები

"ამდენ ხანს ხმას არ ვიღებდი ამ თემაზე და ახლა ძალიან გაბრაზებული ვარ..." - თიკა მახალდიანი

2020-10-09 15:34:56+04:00

ალბათ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ, საბურთალოზე, ბრმა ტყვიამ საკუთარ სახლში, ტელევიზორთან მჯდომი ქალი რომ იმსხვერპლა. ეს ქალბატონი მომღერალ თიკა მახალდიანის დედა იყო. საქმეზე გამოძიება დაიწყო, თითქოს მალევე მოხდა დამნაშავის იდენტიფიცირება, მაგრამ როგორც ირკვევა, განაჩენი 6 თვის შემდეგაც კი არ არის გამოტანილი. ამ თემით აღშფოთებული თიკა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს წერს:

"ამდენ ხანს ხმას არ ვიღებდი ამ თემაზე და ახლა ძალიან გაბრაზებული ვარ, დღეს სასამართლოზე არ დაუშვეს არც ჩემი მეუღლე არც დეიდაშვილი და არც ჩვენი ადვოკატი, არ ვიცი მოიგონეს თუ მართლა პანდემიის გამო, სხვაგან ყველგან გამოტენილია ხალხით, სადაც არ უნდა გაიხედო, ამ პანდემიამ დაგვღუპა და სახლში გამოკეტვამ ზუსტად! ამდენი ხანი რატომ არ გამოაქვთ განაჩენი სასამართლოს, ძაან მაინტერესებს?? რას ელოდებიან? რით ვერ დამთავრდა, 6 თვე გახდება მალე, რატომ წელავენ? რამე ისე რომ არ მოხდეს, რასაც ველოდებით, წარმოდგენაც არ მინდა, მარტო მე რასაც ვიზამ! მკვლელი დაისაჯოს სათანადოდ!"

თეკლა ჟვანია