კინოსა თუ შოუბიზნესის ულამაზესი ქალები მხოლოდ საკუთარი მომხიბვლელობით არ იქცევენ ყურადღებას. ბევრს აინტერესებს, როგორები არიან მათი შვილები, რამდენად ჰგვანან ან არ ჰგვანან დედებს, რომლებმაც თავის დროზე მსოფლიოს დაპყრობა შეძლეს. წარმოგიდგენთ ცნობილ ლამაზმანებს და მათ შვილებს.
55 წლის მონიკა ბელუჩი კვლავ უამრავი გაზეთის გარეკანს ამშვენებს. სილამაზე რომ სამუდამო არაა, ეს ყოფილ მოდელს სხვებზე უკეთ ესმის. თუმცა, საუბრობენ, რომ ულამაზესი დედის ჩანაცვლებას მალე მასზე არანაკლებად გამორჩეული გარეგნობის მქონე ქალიშვილი, 15 წლის დევა კასელი შეძლებს. გოგონა უკვე Dolce & Gabbana-ს სახე გახდა.
კეტრინ ზეტა ჯონსი წლების განმავლობაში აღაფრთოვანებდა მაყურებელს. გამორჩეული გარეგნობის ქალბატონის ქალიშვილი პრესას ყურადღების მიღმა არ დარჩენია.
სინდი კროუფორდი მოდის სამყაროს ვარსკვლავი და მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალი გახლდათ. მისი ქალიშვილი კაია ბერგერი დიდი ხანი არაა, რაც პოდიუმზე დგას და საკმაოდ წარმატებული მოდელია. გოგონა ნამდვილად წააგავს დედას.
კიდევ ერთი თვალწარმტაცი მოდელი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა, გახლდათ ლეტიცია კასტა. მას ორი ქალიშვილი ჰყავს.
ბრუკ შილდსი ბავშვობიდანვე მოექცა კინოეკრანებზე და არაერთი დაუვიწყარი სახე შექმნა. მისი სილამაზე დღესაც აღაფრთოვანებს ადამიანებს. მას ორი ქალიშვილი ჰყავს.
ჯერ სულ პატარაა, მაგრამ ახლახან ცნობილი ლამაზმანი აიშვარია რაის ქალიშვილი პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა, სამწუხაროდ, უსიამოვნო ამბით. დედა-შვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა.
კიმ ბესინჯერის 24 წლის ქალიშვილი აილენდი საკმაოდ ჰგავს დედას. კიმისა და ალეკ ბოლდუინის ქალიშვილი მსახიობობას არ გეგმავს, თუმცა ძალიან მოსწონს გულახდილი ფოტოსესიები და ხშირად ანებივრებს ფოტოებით გულშემატკივრებს.
რიზ უიზერსპუნის ქალიშვილი ავა ელიზაბეთ ფილიპი ჯერჯერობით მხოლოდ ფოტოსესიებით შემოიფარგლება, თუმცა მასაც უწინასწარმეტყველებენ დიდ მომავალს.
ცნობილი ლამაზმანების დედები - მშვენიერი სანახაობა (ფოტოები)