რა უნდა გააკეთოთ, თუ კოვიდინფექციას სახლში ებრძვით ან ეჭვი გაქვთ, რომ ინფიცირებული ხართ - ქართველი ექიმის პრაქტიკული რჩევები - მშობლები

რა უნდა გააკეთოთ, თუ კოვიდინფექციას სახლში ებრძვით ან ეჭვი გაქვთ, რომ ინფიცირებული ხართ - ქართველი ექიმის პრაქტიკული რჩევები

2020-10-17 10:11:25+04:00

ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ირმა კვიცარიძე, რადიო თავისუფლებას იმ რჩევებსა და რეკომენდაციებს უზიარებს, რომლითაც ავსტრიელი ექიმები ხელმძღვანელობენ და ბინაზე მყოფ ფაციენტებს მართავენ. აი, რა რჩევებია ეს:
mshoblebi

უკვე საყოველთაოდ ცნობილია, რომ კოვიდინფექციის ყველაზე ხშირი მძიმე გართულება თრომბოემბოლიაა, რადგან ვირუსი სისხლის შედედების სისტემას არღვევს. ამიტომ პაციენტები მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში არ უნდა იყვნენ, უნდა იარონ ოთახში, ეცადონ, იმოძრაონ, თუმცა ამაში ვარჯიში და აქტიური ფიზიკური დატვირთვა არ იგულისხმება. "შეუძლიათ რამდენიმე ბუქნი გააკეთონ. მუდმივად არ უნდა იწვნენ. ერთი 24-საათიანი წოლის რეჟიმიც კი დიდი რისკია. თუკი პაციენტი მწოლიარეა, მას პერიოდულად პოზიციას უცვლიან, ატრიალებენ და მათ პროფილაქტიკისთვის, დაბალი დოზით უკეთებენ დაბალ მოლეკულურ ჰეპარინს, ე.წ. სისხლის გამათხელებელს“ - აცხადებს ირმა კვიცარიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას. ორ საათში ერთხელ უნდა გაანიავონ ოთახი. ტემპერატურა უნდა გაიზომონ დღეში მინიმუმ, სამჯერ და მონაცემები ოჯახის ექიმს გააცნონ. COVID-ით ინფიცირებისას ფილტვის ვენტილაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ პაციენტებმა საათში ერთხელ თითო ბუშტი უნდა გაბერონ. თუკი პაციენტს დიაბეტი აწუხებს, ინფიცირების შემთხვევაში არ ჭამოს ხილი, რადგან ვირუსი პანკრეასზე ახდენს მძიმე გავლენას. მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი სითხე.

სტატია წაიკითხეთ სრულად radiotavisupleba.ge-ზე

alt„კოვიდ-19-ით შეიძლება 10-ჯერ მეტი ადამიანი დაიღუპოს, ვიდრე იღუპება გრიპის ვირუსით... ბოლომდე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ვირუსი დასუსტდა“ - ინფექციონისტის პასუხები აქტუალურ კითხვებზე