"ვითარება საგანგაშოა... უნდა ვთქვათ ეს სი­ტყვა" - სად არის ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი? - მშობლები

"ვითარება საგანგაშოა... უნდა ვთქვათ ეს სი­ტყვა" - სად არის ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი?

2020-10-18 08:17:02+04:00

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძის შე­ფა­სე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის 1192 ახა­ლი შემ­თხვე­ვა უკვე სა­გან­გა­შოა. მან სა­ზო­გა­დო­ე­ბას რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვის­კენ კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და.

რო­გორც მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, თბი­ლის­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბის მკვეთ­რი ზრდა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის არ­დაც­ვას უკავ­შირ­დე­ბა.

„ეს უკავ­შირ­დე­ბა ისევ და ისევ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის არ­დაც­ვას. მე კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თბი­ლი­სე­ლებს და სა­ერ­თოდ, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, რომ და­ვინ­დოთ სა­კუ­თა­რი თავი, და­ვინ­დოთ სა­ხელ­მწი­ფო და დაგ­ვინ­დეთ ჩვენც, ექი­მე­ბი, რა­მე­თუ ძა­ლი­ან რთულ პი­რო­ბებ­ში გვი­წევს მუ­შა­ო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ენ­დე­ლა­ძემ.

მისი შე­ფა­სე­ბით, „ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის უკვე აქ­ტი­უ­რი გავ­რცე­ლე­ბაა და აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა“.

„უკვე პრაქ­ტი­კუ­ლად სა­გან­გა­შოა. უნდა ვთქვათ ეს სი­ტყვა და მი­ვი­ღოთ, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ვიც­ვათ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ვი­თა­რე­ბაა“, - გა­ნა­ცხა­და ენ­დე­ლა­ძემ.

ენ­დე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის 1192 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 471 თბი­ლისს უკავ­შირ­დე­ბა, ხოლო აჭა­რას 343.

„სულ ქვე­ყა­ნა­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბის 17 477 შემ­თხვე­ვა, ამ­ჟა­მად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია 8 060. გუ­შინ გა­მო­ჯან­მრთელ­და 233 პა­ცი­ენ­ტი. შე­სა­ბა­მი­სად, აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა არის 1 172.

გა­ნა­წი­ლე­ბა ასე­თია: ამ­ჟა­მად უკვე ლი­დე­რობს თბი­ლი­სი და ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გახ­ლავთ 471, აჭა­რა­შიც მო­ი­მა­ტა და 343-ია, იმე­რეთ­ში 211, და­ნარ­ჩენ რე­გი­ო­ნებ­ში შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბია - სა­მეგ­რე­ლო ზემო - სვა­ნეთ­ში არის 45, შიდა ქარ­თლში 37, ქვე­მო ქარ­თლში 39, გუ­რი­ა­ში 18, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში 14, მცხე­თა-მთი­ა­ნეთ­ში 13 და კა­ხეთ­ში 11“, - გა­ნა­ცხა­და ენ­დე­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 1192 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით კი­დევ 8 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა და გარ­დაც­ვლილ­თა სა­ერ­თო რი­ცხვი 136-ს შე­ად­გენს.